საზღვაო კატასტროფა რუსეთში - წინასწარი მონაცემებით, გადაცვლილია 54 ადამიანი - კვირის პალიტრა

საზღვაო კატასტროფა რუსეთში - წინასწარი მონაცემებით, გადაცვლილია 54 ადამიანი

წუხელ მასშტაბური საზღვაო კატასტროფა მოხდა რუსეთში. ოხოტის ზღვაში, მაგადანიდან 300 კილომეტრის დაშორებით, დიდი საზღვაო ტრაილერი "Дальний Восток" ჩაიძირა.

ინციდენტისას გემის ბორტზე 132 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 78 რუსეთის მოქალაქე, 54 უცხოელი - ბირმის, ლატვიის, უკრაინისა და ვანუატუს მოქალაქეები.

გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა წყლიდან 117 ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის 54 გარდაცვლილი. ცოცხლების მდგომარეობაც უმძიმესია, მათგან ათი ადამიანი უგონოდაა. 15 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა, რომელთა ძებნის ოპერაცია გრძელდება. არსებობს ვარაუდი, რომ ტრაგედიის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ყინულის მიერ დაზიანებული ტრაულერის კორპუსი. ასევე არ გამოირიცხება, რომ ტრაგედია გამოეწვია დაშვებულზე მეტი ტირთის განლაგებას და ტარულერზე მის არასწორ განაწილებას.