ფოტოები ნეპალში მომხდარი საზარელი მიწისძვრის ეპიცენტრიდან - კვირის პალიტრა

ფოტოები ნეპალში მომხდარი საზარელი მიწისძვრის ეპიცენტრიდან

ყოველ წუთას ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია ნეპალში მომხდარი მიწისძვრის მხვერპლთა რიცხვის ზრდაზე, უკანასკნელი ცნობით, დაღუპულთა რაოდენობამ 1500-გადააჭარბა .

დღეს, დილით ნეპალში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი დედაქალაქ კატმანდუდან 77 კილომეტრში იყო. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშშიც. ვრცელდება ინფორაცია ინდოეთში დაღუპულთა თაობაზეც. ბოლო 80 წლის განმავლობაში მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა ნეპალში არ მომხდარა. ქვეყნის ხელისუფლებამ ჰუმანიტარული დახმარებისთვის მსოფლიო თანამეგობრობას უკვე მიმართა. ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში განადგურებულია შენობების დიდი ნაწილი. ძლიერმა მიწისძვრამ გაანადგურა ისტორიული ნაგებობებიც. სტიქიის გამო მუშაობა შეწყვიტა კატმანდუს აეროპორტმა, შეფერხდა სატრანსპორტო მიმოსვლა. გავრცელებული ცნობით, მიწისძვრის შედეგად ევერესტზე რამდენიმე ადგილას ზვავი ჩამოწვა, შესაბამისად, მთებში მყოფ ალპინისტთა მდგომარეობა უმძიმესია. "როიტერი" ნეპალის ტურიზმის საბჭოს წარმომადგენელზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას  8 მთამსვლელის დაღუპვის თაობაზე. რუსეთი ალპინიზმის ფედრაციის ცნობით, ნეპალის მთებში იმყოფება რუსი ალპინისტების 15-კაციანი ჯგუფი, რომელთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება.

გთავაზობთ ფოტოებს, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო საშულებები ავრცელებენ.