კალბუკომ გაიღვიძა - კვირის პალიტრა

კალბუკომ გაიღვიძა

ჩილეში ვულკანმა კალბუკომ გაიღვიძა, რომელიც 2003 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მესამეა პოტენციურად აქტიურ იმ 90 ვულკანს შორის, რომელიც ჩილეში მდებარეობს.

სტიქიის ზონაში საგანგაშო მდგომარეობაა გამოცხადებული და ვულკანიდან 20 კილომეტრის რადიუსში არსებული ტერიტორიიდან მოსახლეობა გაჰყავთ. უკვე  ევაკუირებულია 6 000-ზე მეტი ადამიანი. ვულკან კალბუკოს ამოფრქვევის შემდეგ  ჰაერში ტონობით ვულკანური ფერფლი გავრცელდა, შედეგად ქვეყნის აეროპორტების დიდმა ნაწილმა მუშაობა შეაჩერა. ვულკანი კალბუკო ჩილეს სამხრეთ რეგიონში არგენტინის საზღვართან ახლოს მდებარეობს, რის გამოც მისი გააქტიურების შედეგად არგენტინის სასაზღვრო რეგიონიც დაზარალდა.

აღნიშნული ვულკანი ბოლო 40 წელზე მეტია არ გააქტიურებულა, ბოლოს ის 1972 წელს ამოიფრქვა. ჩილეში 2000-მდე ვულკანია,  აქედან პოტენციურად აქტიურად 90 მიიჩნევა. ბოლო 450 წლის განმავლობაში 60 მათგანიდან  რეგულარულად ხდებოდა ამოფრქვევა.

გთავაზობთ სააგენტო "როიტერის" მიერ გავრცელებულ ფოტოებს: