თავდასხმა მაკედონიაზე - ტერორისტთა ჯგუფთან ბრძოლა 15 საათს გაგრძელდა - კვირის პალიტრა

თავდასხმა მაკედონიაზე - ტერორისტთა ჯგუფთან ბრძოლა 15 საათს გაგრძელდა

5 პოლიციელი დაიღუპა და 30 დაიჭრა მაკედონიის ჩრდილოეთით მდებარე, ქალაქ კუმანოვოზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად.

შეიარაღებულ ჯგუფთან შეტაკება 9 მაისს, განთიადისას დაიწყო და ბრძოლა თითქმის 15 საათს გაგრძელდა. მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის თაობაზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

მაკედონიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გორდანა იანკულოსკაიამ თავდამსხმელები "კარგად მომზადებულ ტერორისტულ ჯგუფად" მოიხსენია. "პირადად ჩემი და მაკედონიის მთელი მოსახლეობის სახელით მინდა სამძიმარი გამოვუცხადო იმ პატრიოტების ოჯახებს, რომლებიც დაიღუპნენ და ვისი ხსოვნაც სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში." - განცხადა იანკულოსკაიამ. სამართალდაცვებთან მოლაპარკებების შედეგად ოცამდე "ბოევიკი"სამართალდამცავებს დანებდა. ბანდფორმირების 5 წევრი დაღუპულია, დაუდასტურებელი ინფორმაციით, 15-მდე "ბოევიკი" მიიმალა, მათი ძებნის ოპერაცია გრძელდება. წინასწარი ვერსიით, შეიარაღებული ჯგუფი მაკედონიაში კოსოვოდან შევიდა და ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნა. ინციდენტი მოხდა მაკედონია-სერბეთის საზღვრიდან 10 კილომეტრში. ქალაქ კუმანოვოს მაცხოვრებელთა დიდი ნაწილს ალბანური დიასპორა შეადგენს. ეს რეგიონი იყო საბრძოლო მოქმედებების ცენტრი 2001 წელს ალბანელებსა და სახელისუფლო ძალებს შორის ეთნიკური კონფლიქტის დროს.