ნეპალში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

ნეპალში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ნეპალში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7,4 მაგნიტუდას მიაღწია. მიწისძვრის ეპიცენტრი ევერესტთან ახლოს 19 კილომეტრის სიღრმეში იყო.

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში შეშინებულმა მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები სასწრაფოდ დატოვა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. "როიტერის" ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ინდოეთის დედაქალაქშიც.

ნეპალში ძლიერი მიწისძვრა 25 აპრილსაც მოხდა, რასაც 8 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 18 000-მდე ადამიანი დაშავდა.