ჩრდილოეთ კორეაში თავდაცვის მინისტრი მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ ჩაეძინა - კვირის პალიტრა

ჩრდილოეთ კორეაში თავდაცვის მინისტრი მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ ჩაეძინა

სამხრეთ კორეის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეაში ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ხიონ იონგ ჩხოლი ა.წ. 30 აპრილს სიკვდილით დასაჯეს. ის საზენტო იარაღით დახვრიტეს, ბრალად კი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის უპატივცემულობა დასდეს.

"როიტერის" ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრს სასიკვდილო განაჩენი მას შემდეგ გამოუტანეს, რაც ერთ-ერთ სამხედრო ღონისძიებაზე, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის მმართველი კიმ ჩენ ინი ესწრებოდა, საწყალ თვადაცვის მინისტრს ჩაეძინა. როგორც უკვე დავწერეთ, ეს მას ქვეყნის პირველი პირის უპატივცემულობად ჩაუთვალეს, ასევე დაადანაშაულეს სახელმწიფო ღალატში. ამ ინფორმაციას მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ავრცელებენ, თუმცა ჩრდილოეთ კორეაში დასჯის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება ვერ ხერხდება. სამხრეთ კორეის დაზვერვა ხშირად ავრცელებს ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეაში მაღალი თანამადებობის პირების დასჯის შესახებ. მაგალითად, 2014 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიკვდილით დასაჯეს ქვეყნის ლიდერის ბიძა, რომელიც კორუფციასა და ცხოვრების ამორალურ წესში დაადანაშაულეს.

ხიონ იონგ ჩხოლი თავდაცვის მინისტრად გასული წლის ივნისში დანიშნეს, მანამდე ის ჩრდილოეთ კორეის გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა. ის მრავლი სამხედრო ჯილდოსა და ორდენის კავალერი იყო

წყარო