19 წლის გოგონას მხოლოდ იმიტომ ესროლეს, რომ მან ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში მონაწილეობა გადაწყვიტა - კვირის პალიტრა

19 წლის გოგონას მხოლოდ იმიტომ ესროლეს, რომ მან ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში მონაწილეობა გადაწყვიტა

ჩვენს მეზობელ თურქეთში, 19 წლის მომღერალ მუთლუ კაიას მხოლოდ იმიტომ ესროლეს, რომ ის ერთ-ერთ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას დათანხმდა.

ტრაგედია გუშინ, ქვეყნის სამხრეთ -აღმოსვალეთით, პროვინცია დიარბაკირში დატრიალდა. ეს პროვინცია თურქეთის ყველაზე კონერსვატიულ მხარედ მიიჩნევა. როგორც BBC იუწყება, გოგონას თავდასხმამდე ემუქრებოდნენ. მან მუქარის გზავნილი კონურსში მონაწილეობის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებიდან მოყოლებული რამდენჯერმე მიიღო. დამნაშავე მას საკუთარს სახლში დაესხა თავს. ის ეზოში შეიპარა და საძინებელ ოთახში მყოფ გოგონას ფანჯრიდან ესროლა. ტყვია 19 წლის მომღერალს თავში მოხვდა, ის საავადმყოფში უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს. გოგონას მამის თქმით, თავდასხმის დროს გოგონა ერთ-ერთ საკონკურსო ნომერზე მუშაობდა. "შვილის გადარჩენი გარდა არაფერი მაინტერესებს." - განუცხადა მან ჟურნალისტებს, როდესაც მას დამნაშავის ვინაობის თაობაზე ჰკითხეს. თურქმა სამართალდამცავებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი დააკავეს, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.

წყარო