ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალები მსოფლიოში - კვირის პალიტრა

ყველაზე სასტიკი მკვლელი ქალები მსოფლიოში

მსოფლიო ისტორიამ არაერთი სასტიკი ადამიანის გვარ-სახელი შემოინახა, მათ შორის ქალებიც არიან, რომელთა შეუბრალებლობა მართლაც საარაკოა.

იზაბელა კასტილიელი - 1451-1504

კასტილიის სასტიკმა დედოფალმა, მეტსახელად იზაბელა კათოლიკემ, საფუძველი დაუდო სერიულ მკვლელობებს რელიგიური ნიშნით. ხალხი გაქცევით შველოდა თავს. ვინც დარჩა, ქრისტიანობის მიღება აიძულეს, ხოლო ვინც უარი განაცხადა, წამებით მოკლეს. იზაბელა კასტილიელმა ჩაუყარა საფუძველი ესპანეთში ინკვიზიციას.

დედოფალი მერი I - 1516-1558

დედოფალი მერი I, მეფე ჰენრი VIII-ის ქა¬ლიშვილი, ისტორია¬ში შევიდა როგორც მონარქი, რომელიც ცდილობდა ქვეყნის¬თვის დაებრუნებინა რომის კათოლიკუ¬რი ეკლესია. ეკლესიის რესტავრაცია მი-მდინარეობდა უდანაშაულო მოსახლეო¬ბის სასტიკი წამებისა და მკვლელობე¬ბის ფონზე, რის გამოც მას "სისხლიანი მერი" უწოდეს.

ერჟებეტ ბატორი - 1560-1614

უნგრელი გრაფინია ერჟებეტ ბატორი, მეტსახელად "სისხლიანი ქალბატონი", აწამებდა და ხოცავდა მოსამსახურეებსა და გლეხებს; სცემდა, უწვავდა ხელებს, სახეს და სხეულს გახურებული რკინით უდაღავდა; ჯერ კიდევ ცოცხალ მსხვერპლს ატყავებდა, აშიმშილებდა და აუპატიურებდა. 1610 წელს მას შინაპატიმრობა მიესაჯა. სასამართლო პროცესზე მოსამსახურე ქალმა სადისტის მსხვერპლთა ზუსტი რიცხვის დასახელება ვერ მოახერხა. თუმცა, დადგინდა მკვლელობების მიახლოებითი რაოდენობა: ეს იყო 40-50 მკვლელობა. მოსამსახურეები ირწმუნებოდნენ, რომ მათ ბევრად მეტი გვამის გატანა მოუხდათ. ეს სასტიკი და ამაზრზენი არსება 1614 წელს, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

"სალტიჩიხა" - 1730-1801

დარია ნიკოლაევნა სალტიკოვა("სალტიჩიხა"") რუსი ფეოდალი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც უსასტიკესი სადისტი მკვლელი, რომელმაც მოკლა 139 გლეხი, ძირითადად, ქალები და გოგონები. "სალტიჩიხაზე" გლეხები მუდმივად ჩიოდნენ ხელისუფლებასთან, თუმცა, რადგან ის სამეფო საგვარეულოს ენათესავებოდა, გლეხების ჩივილი ამაო რჩებოდა. თუმცა, საბოლოოდ სამართალმა მაინც იზეიმა და იმპერატორ ეკატერინე II-ის ბრძანებით, მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მონასტრის ციხეში, სადაც გარდაიცვალა.

ბევერლი ელიტი -  1968

ბევერლი ელიტს, ინგლისელ მედდას, "სიკვდილის ანგელოზი" შეარქვეს. მან 1991 წელს 4 მცირეწლოვანი პაციენტი მოკლა და კიდევ 5-ის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენა. ის ბავშვებს ინსულინს უკეთებდა იმისთვის, რომ ძლიერი გულის შეტევა გამოეწვია. მკვლელობების მოტივი უცნობია. მას მისჯილი აქვს სამუდამო პატიმრობა.

ელზა კოხი -1906-1967

ელზა კოხი, მეტსახელად "ბუჰენვალდის ალქაჯი", საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის ცოლი იყო. ტყვეებს სასტიკი წამებით ხოცავდა. 1967 წელს მან ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ირმა გრიზი - 1923-1945

საკონცენტრაციო ბანაკის ხელმძღვანელი. ტყვეების წამებისას იყენებდა როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას; ქალები ცემით სიკვდილამდე მიჰყავდა, ბოლოს ცხრილავდა და ამით ერთობოდა. აშიმშილებდა ძაღლებს და შემდეგ მსხვერპლით კვებავდა.

წაიკითხეთ ასევე: "დიახ, მე დავხოცე ისინი!" - სერიული მკვლელი ქალის დღიური