მსოფლიოში 795 მილიონი ადამიანი შიმშილობს - კვირის პალიტრა

მსოფლიოში 795 მილიონი ადამიანი შიმშილობს

"როიტერი," გაერო-ს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, აქვეყნებს ინფორმაციას, რომ მსოფლიოში 795 მილიონი ადამიანი შიმშილობს.

როგორც ირკვევა, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ეს მონაცემი გაუმჯობესებულია და სტიქიური უბედურებებისა, სიღარიბისა და დაუსრულებელი კონფლიქტების მიუხედავად, მოშიმშილეთა რიცხვი თითქმის 167 მილიონი ადამიანითაა შემცირებული. საბოლოო ანგარიში გაერო-ს სამმა სააგენტომ მოამზადა, დაკვირვება კი 129 ქვეყნიდან 72-ზე მიმდინარეობდა.

კვლევის მიხედვით, სამხრეთ აზიაში საკმაოდ მაღალია მოშიმშილეთა რაოდენობა, თუმცა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სუბ-საჰარული აფრიკის ქვეყნებში დაფიქსირდა. აქ მოსახლეობის თითქის 23% შიმშილობს.

ბოლო 15 წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით შედარებით წრმატებას მიაღწიეს აღმოსავლეთ აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა.