ირლანდიაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ვატიკანელმა კარდინალმა კაცობრიობის მარცხად შეაფასა - კვირის პალიტრა

ირლანდიაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება ვატიკანელმა კარდინალმა კაცობრიობის მარცხად შეაფასა

ა.წ. 23 მაისს, ირლანდიაში ერთსქესიანთა ქორწინების თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის შედეგების საფუძველზე, გადაწყდა, რომ კონსტიტუცია შეიცვლება და ერთსქესიანთა ქორწინება დასაშვები გახდება.

BBC-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას ირლანდიელთა 62%-მა დაუჭირა მხარი. ეს ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსგავსი საკანონმდებლო ცვლილება რეფერენდუმის გზით მიიღეს. ირლანდიის ჯანდაცვის მინისტრმა ლაო ვარადკარმა, რომელმაც ირლანდიის ხელისუფლებაში პირველმა განაცხადა რომ გეია, რეფერენდუმის შედეგები "სოციალურ რევოლუციას" შეადარა. საინტერესოა, რომ რეფერენდუმი ირლანდიაში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციიდან 22 წლის შემდეგ გაიმართა. მომხდარს ვეტიკანიც გამოეხმაურა, როგორც ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, ირლანდიაში ერთსქესიანთა ქორწინებების დაკანონება კაცობრიობის მარცხია. "ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ეკლესიამ მთელი ძალისხმევა უნდა მიმართოს იმისაკენ, რომ ეს მოსაზრება გაავრცელოს - ამ შემთხვევაში ჩვენ არა მხოლოდ ქრისტიანული პრინციპების, არამედ კაცობრიობის დამარცხების თაობაზე უნდა ვსაუბრობდეთ",-განაცხადა პიეტრო პაროლინიმ.

წყარო