პუტინი ფიფა-ს დაკავეულ მაღალჩინოსნებს ექომაგება - კვირის პალიტრა

პუტინი ფიფა-ს დაკავეულ მაღალჩინოსნებს ექომაგება

ფიფა-სთან დაკავშირებით სკანდალი გრძელდება, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც გამოეხმაურა.

პუტინი არ გამორცხავს, რომ ფიფა-სთან დაკავშირებით აშშ ეგოისტური ინტერსებით მოქმედებდეს. ამ საკითხზე ლაპარაკისას, მან გაიხსენა ამერიკის სპეცსმსახურების ყოფილი წარმომადგენლი ედვარდ სნოუდენი და "ვიკილიკსის" დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი.

"ჩვენ ვიცით, აშშ-ს პოზიცია და ისიც, როგორ სდევნიან სნოუდენს მას შემდეგ, რაც მან აშშ-ს ის უკანონო ქმედებები გაასაჯაროა, რასაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სჩადიოდნენ, მათ შორის მსოფლიო ლიდერების სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენებიც... ამის თაობაზე ყველა ლაპარაკობს, მათ შორის ევროპაშიც, მაგრამ ყველა ერიდება მისცეს სნოუდენს თავშესაფარი, რადგან არ სურთ გაიფუჭონ ურთიერთობა უფროს პარტნიორთან.

სნოუდენი თუ აშშ-ს მოქალაქეა, ასანჟის შემთხვევა სულ სხვაგვარია. ასანჟი უკვე რამდენიმე წელიწადია იძულებულია დაიმალოს ერთ-ერთი უცხო ქვეყნის საელჩოში, ის ფაქტობრივად თავისუფლებააღკვეთილია და რის გამო სდევნიან მას? - სექსუალური დანაშაულისთვის, არადა, ამის ხომ არავის სჯერა... ასანჟის სდევნიან მხოლოდ იმიტომ, რომ მან გაავრცელა ინფორმაციები, ამერიკის არმიის მოქმედებების თაობაზე ახლო აღმოსვალეთში, მათ შორის ერაყში. რატომ გავიხსენე ახლა ეს ყველაფერი? - სამწუხაროდ, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ხშირად იყენებენ ამგვარ მეთოდებს საკუთრი ეგოისტური მიზნების მისაღწევად და აკეთებენ ამას უკანონოდ. მე არ გამოვრიცხავ, რომ ფიფა-სთან დაკავშირებითა იგივე ხდებოდეს, თუმცა არ ვიცი, საბოლოოდ ეს ყველაფერი რით დასრულდება. ის, რომ ეს ხდება ზუსტად ფიფა-ს პრეზიდენტის არჩევნების წინ, მაფიქრებინებს, რომ აშშ საკუთარი ინტერესების მიხედვით იქცევა." - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, გუშინ შვეიცარიის პოლიციამ, აშშ-ს საგამოძიებო უწყებების მოთხოვნით, ფიფა-ს ჩინოსნები დაკავა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები. როგორც ირკვევა, საქმის გამოძიების ფარგლებში, ფიფას შტაბ-ბინიდან გარკვეული დოკუმენტები და ელექტრონული მონაცემები ამოიღეს. გარდა ამისა, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით ამოიღეს საბანკო დოკუმენტებიც.

ციურიხში დაკავებულ ფიფა-ს ხელმძღვანელებს შორის არიან ვიცე პრეზიდენტები - ჯეფრი ვები და ეუხენიო ფიგერედო. ამას გარდა, დაკავებულია კოსტა-რიკას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ედუარდო ლი და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხოსე მარია მარინი.

შვეიცარიის პოლიციის ცნობით, დაკავებულთა შორის ფიფა-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი არ არის. აშშ-ს საგამოძიებო უწყებების ცნობით, მათ 1990-იანი წლების შემდეგ ლათინურ ამერიკაში ფეხბურთის ჩემპიონატებისთვის 100 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღეს.

გარდა ამისა, საქმე ასევე შეეხება მსოფლიოს 2018 (რუსეთი) და 2022 (ყატარი) წლების ჩემპიონატის მასპინძლობის საკითხზე მიღებლ გადაწყვეტილებებსაც.

29 მაისს, პარასკევს ფიფას-ს პრეზიდენტის არჩევნები იგეგმება. კანდიდატებს შორის არიან მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, იორდანიის პრინცი და იორდანიის ფეხბურთის ოფიციალური წარმომადგენელი ალი ბინ ალ -ჰუსეინი.

იხილეთ ასევე: