აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვაჟი თავის ტვინის კიბოთი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვაჟი თავის ტვინის კიბოთი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბადენის ვაჟი, ბო ბაიდენი, გუშინ, 46 წლის ასაკში, ტვინის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.

NBC News -ის ცნობით, ბო ბაიდენს დიაგნოზი 2013 წელს დაუსვეს, როდესაც უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა. ასევე გაიარა ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი. მედიკოსები ფიქრობდნენ, რომ ავადმყოფობის დამარცხება შეძლეს, თუმცა მიმდინარე წლის გაზაფხულზე ვითარება მოულოდნელად გართულდა. მაისში მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. საკუთარი სამძიმარი ოჯახს უკვე გამოუცხადა თეთრმა სახლმა და პირადად პერზიდენტმა ბარაკ ობმამ. ბო ბაიდენი 1969 წელსდაიბადა. 2007 წელს გახდა დელავერის შტატის გუბერანტორი და ამ თანამდებობაზე 8 წელი იმუშავა. 2008 -2009 წლებში მან გაიარა სამხედრო სამსახური ერაყში. გასული წლის იანვარში ვიცე-პრეზიდენტის ვაჟი მამის გზის გავლას და დიდი პოლიტიკაში მოღვაწეობას გეგმავდა, როგორც ცოტა ხნის წინ განაცხადა, 2016 წელს შტატის გუბერნატორის პოსტზე აპირებდა კანდიდატურის წამოყენებას, თუმცა არ დასცალდა... ბო ბაიდენს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

"გარდაცავალა კარგი მეუღლე, ძმა და შვილი ბო, ის თავის ტვინის კიბოს ისეთი ღირსებით, ვაჟკაცურად და ისეთი ძალით ებრძოდა, რომელსაც სიცოცხლის ყოველ დღეს ამჟღავნებდა." - განაცხდა შვილის გარდაცვალების თაობაზე ჯო ბაიდენმა.