არეულობა ერევანში - კვირის პალიტრა

არეულობა ერევანში

სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქცია წყლის ჭავლით დაშალეს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერევანში საპროტესტო აქცია პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა. სომხეთის დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, საპროტესტო აქცია 19 ივნისს დაიწყო. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სომხეთის მარეგულირებელმა კომისიამ 17 ივნისის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიაზე ტარიფი გააძვირა, რაც ძალაში 1-ელი აგვისტოდან შევა.

ათასობით მოქალაქე ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გასაპროტესტებლად ქუჩაში გავიდა, გუშინ მომიტინგეებმა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გადაინაცვლეს, თუმცა პოლიციამ მათ რეზიდენციასთან ახლოს მისვლის საშუალება არ მისცა და ისინიც შენობასთან რამდენიმე ასეულ მეტრში დაბანაკდნენ.

პოლიციამ საპროტესტო აქცია უკვე დაშალა. როგორც "იტარ-ტასი" წერს, პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

დააკავებული არიან აქციის მონაწილეებიც, თუმცა მათი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. როგორც სომხური მედია წერს, მიტინგის დაშლამდე ქალაქის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვალერი ოსიპიანმა დემონსტრანტები გააფრთხილა, დედაქალაქის ცენტრალური მოედანი დაეტოვებინათ და "თავისუფლების მოედანზე" დაბრუნებულიყვნენ. გზის გასათავისუფლებლად მან მომიტინგეებს 10 წუთი მისცა, თუმცა მომიტინგეებმა ტერიტორია არ დატოვეს. აქციის დაშლაც ამის შემდეგ დაიწყო.

"ინტერპრესნიუსის" მიხდევით