WikiLeaks: აშშ საფრანგეთის ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტების წინააღმდეგ ჯაშუშობდა - კვირის პალიტრა

WikiLeaks: აშშ საფრანგეთის ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტების წინააღმდეგ ჯაშუშობდა

"ჩვენ საზღვარგარეთ შპიონაჟს არ ვაწარმოებთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე უშუალოდ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას უკავშირდება. ეს შეეხება როგორც რიგით მოქალაქეებს ასევე ქვეყნის ლიდერებსაც."

"შპიონაჟი დაუშვებელია, მით უფრო მოკავშირეებს შორის."

აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო 2016-2012 წლებში ამჟამინდელი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდისა და მისი წინამორბედების: ჟაკ შირაკისა და ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ ჯაშუშობდა. - ინფორმაციას ამჯერადაც სკანდალური WikiLeaks-ი აქვეყნებს. საიტის ინფორმაცია ეფუძნება აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს საიდუმლო ანგარიშებსა და ტექნიკურ დოკუმენტაციას. აშშ-ს ხელისუფლება ჯერჯერობით თავს იკავებს კომენტარისგან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდიმ კი სასწრაფოდ მოიწვია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელიც დღეს დილისთვის დაინიშნა. შეგახსენებთ, უფრო ადრე ამერიკის სადაზვერვო სამსახური გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ფარულ სატელეფონო მოსმენაში დაადანაშაულეს.

WikiLeaks -მა განაცხდა, რომ დოკუმენტების სახელად Espionnage Elysee ("ელისეის შპიონაჟი") გამოქვეყნებას იწყებდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საიდუმლო მასალები შეიცავს სფარანგეთის სამი პრეზიდენტის ფარული მოსმენების ჩანაწერებს ასევე, ფრანგი მინისტრებისა და აშშ-ში საფრანგეთის ელჩების თავლთვალის ანგარიშებს. ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც 2012 წლით თარიღდება, მოიცავს ოლანდის საუბარს საბერძნეთის ევროკავშირიდან გასავლის შესაძლებლობაზე, 2011 წლის დოკუმეტში კი ლაპარაკია იმაზე, რომ სარკოზი როგორ ცდილობდა მოეხერხებინა, აშშ-ს მონაწილეობის გარეშე, ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების აღდგენა. კომენტარები გაკეთდა ყოფილი პრეზიდენტის სარკოზის გარემოცვაშიც, სადაც აცხადებენ: "შპიონაჟი დაუშვებელია, მით უფრო მოკავშირეებს შორის."

ისევ სნოუდენი?!

უსაფრთხოების საკითხებში BBC-ის კორესპონდენტის, გორდონ კორერის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია ეს დოკუმენტაციაც, სხვასთან ერთად, აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა გაიტანა თუ სხვა წყაროთი მოიპოვეს. WikiLeaks - ის მტკიცებით, აშშ ფრანსუა ოლანდის საბერძნეთთან მოლაპარებების წინ უთვალთვალებდა.

საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვაზე კომენტარისას, ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს პრეს-მდივანმა განაცხადა: "არ გავაკეთებთ კომენტარს რაღაც ბრალდებებზე, რაც დაზვერვის საქმიანობას უკავშირდება."

მან ასევ განაცხადა: "ჩვენ საზღვარგარეთ შპიონაჟს არ ავწარმოებთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე უშუალოდ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას უკავშირდება. ეს შეეხება როგორც რიგით მოქალაქეებს ასევე ქვეყნის ლიდერებსაც."

შეგახსენებეთ, 2013 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკული სპეცსამსახურები ანგელა მერკელის მობილურ ტელეფონს უსმენდნენ. ეს ინფორმაცია სნოუდენის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებით გახდა ცნობილი. ა.წ. ივნისში გერმანიამ განაცხადა, რომ წყვეტდა ამ საქმის გამოძიებას, რადგან ამერიკულმა სააგენტომ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ საკუთარი მოქმედებები გაემართლებინა. გერმანიის პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბარლდებები ამერიკის უსაფრთხოების სააგენტოს მისამართით გერმანიაში წარმოებული საქმის ფარგლებში ვერ დამტკიცდებოდა.

წყარო