ტერორისტული თავდასხმა საფრანგეთში - კვირის პალიტრა

ტერორისტული თავდასხმა საფრანგეთში

რამდენიმე წუთის წინ, საფრანგეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სან-კანტენ-ფალლავეში, თხევადი გაზის ქარხანას დაესხნენ თავს, რის შედეგადაც პირველადი ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სულ ცოტა ერთი კი - დაჭრილია. ფრანგული მედია იუწყება, რომ ქარხნის ტერიტორიაზე იპოვეს ადამიანის უთავო სხეული, მის სიახლოვეს კი - ისლამისტური დროშა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელები, რომელთა რაოდენობა ჯერ არ კონკრეტდება, სწორედ ისლამისტური დროშით შეიჭრა ქარხნის ტერიტორიაზე და ასაფეთქებელი საშუალებები მიმოაბნიეს. შედეგად კი აფეთქდა თხევადი გაზის ერთი კონტეინერი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი დააკავეს.

წყარო