ტყვეებით ვაჭრობის კონდარბანდისტული ქსელი და ბიზნესმენი, რომელმაც ასობით ადამიანი იხსნა ისლამისტთა მონობიდან - კვირის პალიტრა

ტყვეებით ვაჭრობის კონდარბანდისტული ქსელი და ბიზნესმენი, რომელმაც ასობით ადამიანი იხსნა ისლამისტთა მონობიდან

ერთი წლის წინ, ჩრდილოეთ ერაყის დაპყრობის შემდეგ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ქალები და ბავშვები, რომლებიც იეზიდ-ქურთების ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნებოდნენ მონებად წაიყვანეს.

ყოველივე ამის შემდეგ, ერაყელმა ბიზნესმენმა მართლაც შეუძლებელი შეძლო, მან მოახერხა შეექმნა კონტრაბანდისტული ქსელი, რომლის საშუალებითაც ასობით ადამიანის მონობისგან გათავისუფლება მოახერხა

ირანი-თურქეთის საზღვარი...

დაახლოებით ღამის პირველი საათია, მესაზღვრეები ემზადებიან დაკეტონ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ხალხი ცდილობს მიასწროს თურქეთისკენ მიმავალ უკანასკნელ ავტობუსებს, ამ დროს კი იეზიდთა ჯგუფი თუქეთის მხარეს, სასაზღვრო გასასვლელიდან მოშორებით დგას, ერთად შეკრებილი ადამიანები თვალს არ აშორებენ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს.

ბოლოს და ბოლოს თურქეთის მხარეს, საასაზღვრო გასასვლელიდან გამოდის ქალი, 4 ბავშვთან ერთად, განზე მდგარი იეზიდები მირბიან მათკენ... ერთმანეთს ეხვევიან და ტირიან.

ეს 35 წლის იეზიდი ხათუნია, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ტყვედ გასულ წელს ჩაიგდეს, მას, შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ერაყში , სინჯარის ოლქში მდებარე მათი სოფელი დაარბიეს, ქალი, შვილებთან ერთად, რაყაში გადაიყვანეს, რომელიც, ფაქტობრივად, "ისლამურის სახელმწიფოს" დედაქალაქია.

ქალი გადაქანცულია, ფეხზე გაჭირვებით დგას... "ეს იყო საშინელება, ისინი არ გვაძლევდნენ საკმარის წყალს და საკვებს, არ გვქონდა აბაზანის მიღების საშუალება, გვირტყამდნენ, ეს საშინლება იყო..." - ყვება ტყვეობიდან გათავისუფლებული.

ქალის ტყვეობიდან გათავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესმენ აბდულას დამსახურებაა. ადრე ის სირიაში სასოფლო სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობდა, თუმცა მათ ოლქში ისლამისტების შესვლის შემდეგ, ბიზმესმენმა მონად ქცეული ადამიანების გათავისუფლებას მიჰყო ხელი...

მონობიდან დახსნილი მარვა აბდულას თავის მოკრძალებულ სახლში მივყავართ და გვაცნობს 22 წლის დისშვილ მარვას, რომელიც, ხათუნის მსგავსად, ჯიჰადისტებმა გაიტაცეს. გატაცებიდან 2 თვის შემდეგ, გოგონამ მოახერხა და ბიძას დაუკავშირდა, გააგებინა, რომ რაყაში ერთ-ერთ სახლში ჰყავდათ ტყვედ.

აბდულა BBC-ის კორესპონდენტს უყვება:

"მარვას ვუთხარი, მაგათ არ ესმით ქურთული, შენ თუ მოახერხებ და თავს დააღწევ მაგ სახლს, მე შევეცდები ვიპოვი ვინმე, ვინც შენს დაბრუნებაში დამეხმარება- მეთქი..."

და ერთხელაც, ღამით, მარვამ გააღო გასასვლელი კარი მოპარული გასაღებით და გაიქცა...

"გავაჩერე ტაქსი, თავიდან მძღოლს შეეშინდა , რადგან ისლამისტი მებრძოლებს რომ დავენახეთ, ორთავეს მოგვკლავდნენ, შემდეგ დამთანხმდა და ქალაქის მეორე მხარეს გადამიყვანა, სადაც კეთილმა ხალხმა უარი არ მითხრეს დახმარებაზე..." - ყვება გოგონა.

მეორე დღეს მარვა მაინც იპოვა ერთ-ერთმა ჯიხადისტმა, რომელმაც ოჯახისგან, სადაც გოგონა იმალებოდა, მოითხოვა, - ან დაებრუნებინათ ტყვე, ან გადაეხადათ 7,5 ათასი დოლარი. ისლამისტი მებრძოლი ასევე დაუკავშირდა გოგონას ბიძას.

აბდულა: "მე ვუთხარი, მომეცი დრო და გამოგიგზავნი ფულს, ოღონდ ჩემს დისშვილს არ შეეხოთ - მეთქი..." მან დიდი წვალების შემდეგ, სირიელი ყოფილი პარტნიორის დახმარებით, გოგონას დახსნა შეძლო...

ტყვეების გამოსყიდვა

აბდულა მორიგ მოლაპარაკებას იწყებს

აქედან მოყოლებული, ერთი წლის განმავლობაში აბდულამ შეძლო შეექმნა ქსელი, რომლის დახმარებითაც ტყვეობიდან გაათავისუფლეს 300-ზე მეტი ქალი და ბავშვი.  მისი შეფასებით, "ისლამური" სახელმწიფოსგან" ადამიანის გამოსყიდვა დაახლოებით 6-დან 35 ათას დოლარამდე ჯდება. თუ ახალგაზრდა გოგონას გამოსყიდვას შეეხება საქმე, შეიძლება უფრო დიდი თანხაც მოითხოვონ. გამონაკლისებს დაჯგუფება არც ახალშობილებზე აკეთებენ. "ერთხელ ოჯახს მოუწია 6 ათასი დოლარის გადახდა ახალშობილის გამო, რომელიც სულ რაღაც 30 დღის იყო", - ყვება აბდულა.

ხათუნისა და ბავშვების გამოხსნისთვის სახსრები ძირითადად მისმა მამამთილმა შეაგროვა, იმისთვის, რომ მთლიანი თანხა 35 ათასი დოლარი ეშოვნა, მას მოუწია გაეყიდა ყველაფერი, რაც ებადა და დამატებით ესესხა კიდეც.

გათავისუფლების ოპერაცია გაიწელა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო: ქურთი კონტრაბანდისტი, რომელიც დაპირდა დაჯგუფების წევრებს 17,5 ათას დოლარს, მოკლეს. ფული, რომელიც გარდაცვლილმა მოასწრო მარდამისგან წამოეღო უკვალოდ გაქრა. ახლა მარდანს უკვე დამატებით სთხოვდნენ 10 ათას დოლარს, რათა ეჩვეებინათ რძალი და შვილიშვილები.

აბდულას განცხადებით, ფულის უმეტესი ნაწილი, რომელიც ამ ბიზნესში ტრიალებს, კონტრაბანდისტების ჯიბეში მიედინება. მიუხედავად ამისა, შემოსავლების გარკვეული რაოდენობა მაინც "ისლამური სახელმწიფოს" ხაზინას ავსებს. კონტრაბანდისტების გარდა სხვა გამოსავალს ტყვეებისა და იეზიდი ოჯახების ერთმანეთთან დასაკავშირებლად აბდულა ვერ ხედავს.

"ისლამური სახელმწიფოსთვის" ქალები და ბავშვები მხოლოდ და მხოლოდ ნივთებია და მათი გათავისუფლების ერთადერთ გზად მათი გამოსყდვა რჩება ," - ამბობს კაცი, რომელის ძალისხმევამ არაერთი ადამიანი გადაარჩინა.

აბდულასთვის ყველაზე რთულია - იპოვნოს სანდო მოკავშირეები "ისლამურ სახელმწიფოს" მხრიდან, რათა შეთანხმება რეალური იყოს და შესრულდეს . ამავდროულად აბდულა კარგავს სანდო ხალხს ქურთებში, წლის განმავლობაში მან 23 კაციდან 4 დაკარგა.

აბდულა: "ხან დაჯგუფებიდან გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ წავიყვანოთ ტყვე, როცა მივდივართ ჯიჰადისტების მიერ დათქმულ ადგილას, ისინი ტყვედ იყვანენ ანაც უბრალოდ კლავენ ტყვეთა წამოსაყვანად მისულ ქურთებს."

მიუხედავად იმისა, რომ ერაყის მთავრობა ცდილობს დაეხმაროს იეზიდებს და დააკავშიროს ოჯახები ტყვეებს, აბდულა, ტყვეების დაბრუნების, ფაქტობრივად, ერთადერთი რეალური შანსია... მარვა და სხვა ტყვეობიდან გათავისუფლებულები კი ცდილობენ გაიაზრონ მომხდარი და შეეგუონ რეალობას.

მარვა: "ხან ისევ პანიკაში ვვარდები და ვიგუდები, მე მტანჯავს იმის გახსენება თუ რა გამოვიარეთ მე და სხვა გოგონებმა ტყვეობაში."

მიუხედავად აბდულას არაერთგზის მცდელობისა, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა გოგონას ახლობლების ტყვეობიდან გამოხსნა.

თარგმნა ეკა გადახაბაძემ

წყარო