ტარგედია სლოვაკეთეში - რა მიზეზით შეეჯახა ორი ვეტმფრენი ერთმანეთს?! - კვირის პალიტრა

ტარგედია სლოვაკეთეში - რა მიზეზით შეეჯახა ორი ვეტმფრენი ერთმანეთს?!

სლოვაკეთის დასავლეთით ორი L-410 ტიპის ვერტმფრენი გაურკვეველი მიზეზების გამო ერთმანეთს შეეჯახა.

საჰაერო ხომალდები ჰაერშივე აფეთქდნენ.

ავიაკატასტროფის თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ცეცხლმოკიდებული ვერტმფრენებიდან რამდენიმე პარაშუტისტმა მოასწრო გადმოხტომა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 7 ადამიანი, 24 დაშავებულია, ხოლო 6 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. საინფორმაციო სააგენტოები ამბობენ, რომ შესაძლეელია გაიზარდოს დაღუპულთა რიცხვი. რადგან თვითმფრინავში იმყოფებოდა დაახლოებით 40 პარაშუტისტი. შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი თვითმფრინავი ჩავარდა ტყეში და სამაშველო სამსახურის წევრებს უჭირთ ხომალდთან მიახლოვება.

კატასტროფა მოხდა ქვეყნის დასავლეთით ილოვსკის რაიონში. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ისინი ასრულებდნენ სასწავლო ფრენას, პარაშუტისტებს უნდა ევარჯიშათ, რათა უახლოეს კვირას ავიაშოუსთვის შეესრულებინათ მანევრები. ბოლო თვენახევრის განმავლობაში სლოვაკეთში მომხდარი ეს უკვე მე-3 ავიაკატასტროფაა.

წყარო