"მათ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენეს და საშინელებად მიქციეს" - ჟურნალისტების მკვლელის უკანასკნელი წერილი - კვირის პალიტრა

"მათ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენეს და საშინელებად მიქციეს" - ჟურნალისტების მკვლელის უკანასკნელი წერილი

ამერიკაში, ვირჯინიის შტატში ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშვე ვესტერ ფლენეგანმა სიკვდილის წინ განაცხადა, რომ ყოფილი კოლეგები შურისძიების გამო მოკლა. მიზეზად მან დისკრიმინაცია, ხოლო "უკანასკნელ წვეთად" ჩარლსტონის ეკლესიის მრევლის მკვლელობა დაასახელა.

ტელეარხ ABC-ზე ფლენეგანმა 23 გვერდიანი ფაქსი გაგზავნა. შეტყობინებაში ის წერს, რომ ბოლო წვეთი, რამაც იარაღის ხელში აღება აიძულა, აფროამერიკელი მრევლის ეკლესიაში ჩაცხრილვის ფაქტი გახდა, რომელიც ჩარლსტონში, ამა წლის 17 ივნისს მოხდა. ფლენეგანის თქმით, ის დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო რასობრივ და სექსუალურ ნიადაგზე და მას სამსახურშიც ავიწროვებდნენ. მან განაცხადა, რომ ავიწროვებდნენ შავკანიანი მამაკაცები და თეთრკანიანი ქალებიც, დაცინვისა და წნეხის ობიექტი კანის ფერისა და ჰომოსექსუალური ორიენტაციის გამო იყო.

”რატომ გავაკეთე ეს? რამაც საბოლოოდ მიბიძგა ამისკენ, ჩარლტონში ეკლესიაში მომხდარი მკვლელობა იყო. ჩემს ტყვიებს იქ დაღუპული ადამიანების ინიციალები აქვთ. ელისონი და ადამი ჩემს მიმართ რასისტულ კომენტარებს აკეთებდნენ, როდესაც ერთად ვმუშაობდით..."

გაგრძელება

იხილეთ ასევე: გლოვით შეცვლილი საქორწილო სამზადისი - კაცმა, რომელმაც ყოფილი კოლეგები დახოცა, თავი მოიკლა