"თურქეთს სრული უფლება ჰქონდა რუსული გამანადგურებელი ჩამოეგდო" - რუსული თვითმფრინავები თურქეთის საჰაერო სივრცეში გამოჩნდნენ - კვირის პალიტრა

"თურქეთს სრული უფლება ჰქონდა რუსული გამანადგურებელი ჩამოეგდო" - რუსული თვითმფრინავები თურქეთის საჰაერო სივრცეში გამოჩნდნენ

თურქეთის ხელისუფლებამ უკვე მეორედ დაიბარა რუსეთის ელჩი თურქეთში და რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ თურქეთის საჰარეო სივრცის დარღვევის თაობაზე ახსნა-განმარტება მოსთხოვა. ოფიციალური ანკარის ინფორმაციით, სირიაში რუსეთის მიერ წამოწყებულ სააჰერო-სამხედრო ოპერაციაში მონაწილე რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰარეო სივრცე პირველად შაბათს, მეორედ კი - კვირას დარღვია.

შაბათს, რუსული თვითმფრინავის საწინააღმდეგოდ თურქული ავიაციის ორი გამანადგურებელი F-16 ВВС აფრინდა, თუმცა რუსული თვითმფრინავი განადგურებას გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ თურქეთის საჰაერო სივრცე სწრაფად დატოვა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფერიდუნ სინირლიოღლუმ მომხდარი ინციდენტი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვთან და ნატო-ელ პარტნიორებთან განიხილა. როგორც ანკარაში ამტკიცებენ, კრემლმა მათ ოფოციალურად აცნობა, რომ შაბათს მომხადრი ინციდენტი დასანანი შეცდომა იყო, რაც გაუარესებულმა ამინდმა გამოიწვია. შედეგად რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰარეო სივრცე სულ რამდენიმე წამით დაარღვია. მეორე დარღვევს თაობაზე ოფციალურ მოსკოვს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ნატო-ს ქვეყნებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს და "განსაკუთრებულად სახიფათო და უპასუხისმებლო მოქმედებების გამო" რუსეთი გააფრთხილეს და მოუწოდეს კრემლს პროვოკაციული მოქმედებები "შეწყვიტოს და თავი შიეკავოს!"

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღშფოთება ვერ დამალა რუსული თვითმფრინავების მიერ თურქეთის საჰარეო სივრცის დარღვევის გამო. კერის თქმით, "თურქეთს სრული უფლება ჰქონდა რუსული გამანადგურებელი ჩამოეგდო". ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-სა და სხვა დასვლური ქვეყენების ლიდერები სირიაში რუსეთის საჰარეო დარტყმების წინააღმდეგ უკვე რამდენჯერმე გამოვიდნენ. თურქეთს პრეზიდენტის რეჯიბ ტაიპ ერდოღანის თქმით, მოსკოვის მოქმედებები შეცდომაა, რაც რუსეთს უფრო მასშტაბურ იზოლაციამდე მიიყვანს.

შეგახსენებეთ, რუსეთმა სირიაში სამხედრო-საჰაერო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო, კრემლის მტკიცებით, ისინი "ისლამურ სახელმწიფოს" უტევენ, თუმცა უკვე დადასტურებულია, რომ რუსეთი, ბაშარ ასადის რეჟიმის მხარადასაჭერად, მის ოპოზიციას ბომბავს.

(იხილეთ ასევე: "რუსეთმა სირიაში შესაძლოა მეორე ავღანეთი მიიღოს"- რუსულმა ბომბდამშენებმა პროვინცია ჰომსზე იერიში მიიტანეს)

აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ავიადარტყმებისას რუსეთი "ისლამური სახელმწიფოს" და ე.წ. საერო ოპიზიციას ერთმანეთისგან ვერ არჩევს. "რუსეთის მოსაზრებით, ყველა მათგანი ტერორისტია", - აღნიშნა ობამამ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამს თქმით, ვაშინგტონი სირიის ოპოზიციის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

წყარო