რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება - კვირის პალიტრა

რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება

რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის მთავარი სამიზნე სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპოზიციაა. სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად კი, რუსეთი სირიაში ჯარისკაცებსა და შეიარაღებას აგზავნის.

CNN - ის ცნობით, რამდენიმე კვირის წინ რუსეთმა სირიის პორტ ლატაკიაში 6 საარტილერიო დანადგარი გააგზავნა. პენტაგონში ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ შეიარაღებას სახმელეთო ოპერაციაში გამოიყენებენ.

გასულ კვირას რუსულმა ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე პირველი ავიაიერიშები მიიტანა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაიბომბა "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები, მათ შორის სამხედრო ტექნიკა, იარაღის საწყობები და სატრანსპორტო საშუალებები. დასავლური მედიის ცნობით კი, რუსეთმა ავიაიერიში არა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, არამედ ასადის რეჟიმის ოპოზიციის წინააღმდეგ განახორციელა.

როგორც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წინა კვირას განაცხადა, რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ დაიწყებს და მხოლოდ ავიადარტყმებით შემოიფარგლება.

"ინტერპრესნიუსი"