26- დან 4 რუსული ფრთოსანი რაკეტა ირანში ჩამოვარდა? - კვირის პალიტრა

26- დან 4 რუსული ფრთოსანი რაკეტა ირანში ჩამოვარდა?

ანონიმური წყაროები აშშ-ს ხელისუფლებიდან ირწმუნებიან, რომ 4 რუსული ფრთოსანი რაკეტა, რომელიც კასპიის ზღვის აკვატორიიდან სირიის მიმართულებით გაუშვეს, ირანის ტერიტრიაზე ჩამოვარდა. ჯერჯერობით უცნობია ამას მოჰყვა რაიმე სახის მსხვერპლი თუ არა, არც ისაა დაზუსტული ზუსტად სად ჩამოვარდა რაკეტები.

როგორც "როიტერი" იტყობინება, თეთრმა სახლმა ამ ფაქტის ოფიციალურ კომენტირებაზე უარი თქვა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც თავი შეიკავა ინფორმაციის დადასტურებაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა უარყო ირანში რაკეტების ჩამოვარდნის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია.

რუსეთი ამტკიცებს, რომ 26 რაკეტიდან ყველამ მიაღწია სამიზნემდე

"ყველაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ნებისმიერმა პროფესიონალმა იცის, რომ მსგავსი ოპერაციის დროს ყოველთვის ფიქსირდება სამიზნე როგორც დარტყმამდე, ისე მის მერე. ამის პარალელურად, სირიის თავზე დღე-ღამის განმავლობაში ჩვენი უპილოტო თვითმფრინავების მთელი ჯგუფი მუშაობს", - განაცხდა კონაშენკოვმა.

(იხილეთ ასევე: "თურქეთს სრული უფლება ჰქონდა რუსული გამანადგურებელი ჩამოეგდო" - რუსული თვითმფრინავები თურქეთის საჰაერო სივრცეში გამოჩნდნენ)

რას ამბობენ ირანში?!

ირანის საინფორმაციო სააგენტო Irna-მ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ოთხშაბათს უცნობი ობიექტი მართალც დაეცა ირანის ერთ-ერთ იმ პროვინციაში, რომელიც რუსეთის ფრთოსანი რაკეტების გზაზე მდებარეობს. სხვა მკაცრად კონტროლირებადი ირანული საინფორმაციო საშუალებები დიდიწილად წერენ, რომ აშშ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, უფრო დასავლეთსა და რუსეთს შორი გაჩაღებული საინფორმაციო ომის ნაწილია.

მოგეხსენებათ, ოთხშაბათს, რუსეთმა საზოგადოებას  26 ფრთოსანი რაკეტის სირიის ჩრდილო-დასაველთისკენ გაშვების თაობაზე აცნობა

წყარო