"არ ვადანაშაულებ პრეზიდენტ ობამას პიროვნულ სიმხდალეში. მე მას ვადანაშაულებ გადამეტებულ სიფრთხილესა და იმის არცოდნაში, რასაც აკეთებს" - კვირის პალიტრა

"არ ვადანაშაულებ პრეზიდენტ ობამას პიროვნულ სიმხდალეში. მე მას ვადანაშაულებ გადამეტებულ სიფრთხილესა და იმის არცოდნაში, რასაც აკეთებს"

"დროდადრო ობამა მის ამერიკის კონკურსის მონაწილესავით საუბრობს, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო მშვიდობის დაცვის აღთქმას დებს".

"სირიაში ობამა ყვითელ ფერს ხედავს" - ამ სათაურით სტატია "ვოშინგტონ პოსტის" მიმომხილველმა რიჩარდ კოჰენმა გამოაქვეყნა, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ:

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ იმედდაკარგულ ბრძოლაში პენტაგონმა ყველაფერი არასწორად გააკეთა. ისინი ფერებით კოდირებას იყენებდნენ სხვადასხვა მეამბოხე ჯგუფების დასანიშნად და მათთვის ამერიკული დახმარების გამოსაყოფად. The Wall Street Journal-ის მიხედვით, ზოგიერთ მეამბოხე ჯგუფს ამერიკელები ნიშნავდნენ მწვანე წერტილებით, ზოგს კი წითელი და ყვითელი წერტილებით. ბოლო ფერი პენტაგონს თეთრი სახლისთვის უნდა შემოენახა...

რიჩარდ კოჰენი

თუ გაინტერესებთ, არ ვადანაშაულებ პრეზიდენტ ობამას პიროვნულ სიმხდალეში. მე მას ვადანაშაულებ გადამეტებულ სიფრთხილესა და იმის არცოდნაში, რასაც აკეთებს. ერთ-ერთმა თურქმა სახელმწიფო პირმა ეს ამგვარად შეაჯამა: "ფერებით კოდირებული ამერიკელები და შემოჭრილი რუსები."

დიახ, რუსები შევიდნენ სირიაში. მათ გაგზავნეს საომარი თვითმფრინავები, მექანიზებული ერთეულები და ჯარებიც კი. მათ დაიწყეს დაბომბვითი მისიები, ღიად განახორციელეს დარტყმები მეამბოხეებზე, რომლებიც ბაშარ-ალ-ასადს ებრძოდნენ და არა მხოლოდ, როგორ ვლადიმერ პუტინმა დადო პირობა, "ისლამურ სახელმწიფოზეც". პუტინმა - გასაოცარია - მოიტყუა!

ობამა აცხადებს, რომ რუსებმა ჭაობში შეაბიჯეს. მე ვეთანხმები. მალე რუსებს ადგილზე განადგურებენ. შემდეგ პუტინი ალბათ უფრო მეტ ჯარებს გაგზავნის მათ დასაცავად, ვინც უკვე იქ არის. ამ შემთხვევაში მისი ხარჯები გაიზრდება. თუმცა, ცხადია, მან იცის ამ რისკების შესახებ. მაგრამ ასევე ცხადია, ის ფიქრობს, რომ ღირს ამ რისკების გაწევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან იცის რასაც აკეთებს.

ამის საპირისპიროდ აშშ დაბნეულია. ობამამ ასადს წასვლისკენ მოუწოდა - ის არ წავიდა. ამერიკამ მილიონობით დოლარი დახარჯა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხეების წრთვნებში, მაგრამ არა ასადის მოწინააღმდეგეების. მეამბოხეთა ჯგუფების შეგროვების და შერჩევის ტაქტიკამ არ გაამართლა. პენტაგონმა სულ ოთხი ან ხუთი მებრძოლი გაწვრთნა - დიახ, ეს სწორი რიცხვია - რადგან დანარჩენები მათი მტრების მხარეს გადავიდნენ და თან წაიღეს ამერიკული ტექნიკა.

სირია საშინელებაა, და ამასთანავე ჩახლართული საშინელება. სამოქალაქო ომის დასაწყისში, მე მათ შორის ვიყავი, ვინც მხარს უჭერდა ამერიკის ინტერვენციას - მეამბოხეების შეიარაღებას, აკრძალული საჰაერო ზონების შექმნას... არასდროს მდომებია ამერიკული ჯარების გაგზავნა ამ ქვეყანაში. ერთი სულელური ახლო აღმოსავლური ომი ერთი თაობისთვის საკმარისია ჩემთვის.

ობამამ არაფერი გააკეთა. სირიაში გაუარესდა ვითარება. ობამამ "წითელი ხაზი" გაავლო ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. თუმცა, მას შემდეგ ასადი ქლორინის გაზს იყენებს. ობამამ კვლავ არაფერი გააკეთა. ამერიკის საიმედოობა დაიმსხვრა. აშშ-მა დაიწყო საჰაერო ომი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. მან გარკვეული ზარალი მოუტანა ტერორისტებს, მაგრამ ბევრად ეფექტური იქნებოდა თუკი სახმელეთო დამკვირვებლებიც გაჩნდებოდნენ. ობამა არც ამას არ გააკეთებს. აკრძალული საჰაერო ზონების შექმნა აუცილებელია. რაიმეს გაკეთება ჯერ კიდევ არ არის ძალიან დაგვიანებული. სამწუხაროდ, ამერიკამ თავისი ძალიან მცირე მოქმედებებით ბიძგი მისცა სხვების ფართო მოქმედებებს.

დროდადრო ობამა მის ამერიკის კონკურსის მონაწილესავით საუბრობს, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო მშვიდობის დაცვის აღთქმას დებს. პრეზიდენტმა სწორედ ამ სულისკვეთებით განაცხადა გაერო-ს ასამბლეაზე, რომ მხოლოდ იარაღით "ისლამურ სახელმწიფოს" ვერ დაამარცხებ. "იდეოლოგიები არ მარცხდებიან იარაღით, ისინი მარცხდებიან უკეთესი იდეებით - უფრო მიმზიდველი და კონკურენტული ხედვებით."

მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს ეს უკეთესი იდეები. როგორი იდეაა, რომ ქალი არ უნდა აქციო სექსუალურ მონად? ან ის, რომ უცხოელ მძევლებს თავები არ უნდა მოაჭრა? არ მოკლა ომის ტყვეები? რომ არ უნდა დაანგრიო ანტიკური რელიგიური ძეგლები? ეს იდეები არ არის ცუდი და მრავალჯერადად ნაცადია. ფაქტობრივად, ზოგიერთი მათგანი ამ რეგიონშიც კი წარმოიშვა.

ობამა ბევრს ლაპარაკობს. არადა, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაა აუცილებელი. ეს არის ფაშისტური მოძრაობა, რომლის მიზნების სიცხადე იზიდავს "დაკარგულებსა" და უმართავებს. 20 000-ზე მეტი მათგანი შეიკრიბა სირიასა და ერაყში მთელი მსოფლიოდან. მათ იციან ჩვენი უკეთესი იდეები, მაგრამ ისინი უარყოფენ ამ იდეებს და ირჩევენ ძალადობას. ჩვენ უნდა გავანადგუროთ ისინი. სხვა გზა არ არსებობს.

ომი სირიაში, რომელიც ობამამ აიცილა, ძალიან ბევრ სიცოცხლედ დაჯდა. სწორედ ამ არიდებულმა ომმა გაავსო ევროპა მიგრანტებით, არიდებულმა ომმა გამოიწვია ამერიკის პოლიტიკის დაქსაქსულობა, გზა გაუხსნა რუსებს, გამოავლინა ამერიკული მერყეობა და მოიტანა უფრო მეტი ტკივილი - მისი დამსახურებაა ყველაფერი დაწყებული სირიის მოქალაქეების დაბომბვებიდან დამთავრებული ნაპირზე გამორიყული აილან კურდით, ახალფეხადგმული ლტოლვილი ბავშვით, რომელიც ხმელთაშუა ზღვამ მამამისს ხელიდან გასტაცა. საინტერესოა რა ფერი აქვს პენტაგონს მისთვის შერჩეული?

წყარო

თარგმნა ნატო მუჯირიშვილმა