Playboy-ის ახალი სიცოცხლე? - ჟურნალი შიშველი ქალბატონების ფოტოების გამოქვეყნებაზე უარს ამბობს - კვირის პალიტრა

Playboy-ის ახალი სიცოცხლე? - ჟურნალი შიშველი ქალბატონების ფოტოების გამოქვეყნებაზე უარს ამბობს

მამაკაცთა ცნობილი ჟურნალი Playboy შიშველი ქალბატონების ფოტოებს აღარ გამოაქვეყნებს.

ჟურნალის ამერიკელი მფლობელები მიიჩნევენ, რომ ინტერნეტმა სიშიშვლე უინტერესოდ აქცია და პორნოგრაფიული ჟურნალების კომერციული მოგება თვალსა და ხელშუა ილევა. თუმცა იქვე მიანიშნებენ, რომ ჟურნალში მისი მკითხველები ქალთა თამამ, თუმცა არა შიშველ  ფოტოებს კვლავაც იხილავენ.

1953 წელს გამოცემული ჟურნალი 20 წელში 5,6 მილიონი ეგზეპლიარით გამოდიოდა, დღეს კი მისი ტირაჟი 800 000-ს ძლივს აღწევს.

New York Times-ი წერს, რომ ეს სიახლე, რომელიც ოფიციალურად მომავალი წლის მარტიდან დამკვიდრდება, უკვე მოიწონა ჟურნალის 89 წლის დამფუძნებელმა ჰიუ ჰეფნერმა.

წყარო