ჯერ ფოტოები გადაიღო, შემდეგ დახოცა - "ბოლოს ხანს შვედეთში ძალიან გააქტიურდნენ ნეონაცისტები" - კვირის პალიტრა

ჯერ ფოტოები გადაიღო, შემდეგ დახოცა - "ბოლოს ხანს შვედეთში ძალიან გააქტიურდნენ ნეონაცისტები"

"ბოლო კვირების განმავლობაში 9 საერთო სცხოვრებელი დაწვეს, რომელშიც სირიელი დევნილები უნდა შეესახლებინათ"

შვედეთი შოკშია 22 ოქტომბერს, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი თვადასხმის გამო. ქვეყნის დასავლეთში, გოტებორგის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ თროლჰეთანში ტრაგედია დატრიალდა, ხმლით შეიარაღებულმა თავდამხმელმა მოსწავლე და მასწავლებელი მოკლა, ორი ადამიანი კი მძიმედ დაჭრა. პოლიცილებმა 21 წლის დამნაშავე დანაშაულის ადგილზე მოკლეს. გამოძიების განცხადებით, თავდსახმის მოტივად ახალგაზრდის ულტრამემერაჯვენე განწყობა განიხილება. როგორც გამომძიებელმა თორდ ჰარალდსონმა განაცხადა, მკვლელობის მოტივი რასიზმია, თუმცა ჯერერობით დეატლები დაზუსტებული არ არის.

დამნაშავე თავდსხმამდე სკოლაში ბევრმა შეამჩნია, ის ნიღბით და ხმლით შეიარაღებული ჯარისკაცივით დააბიჯებდა და მოსწაველეებთან  ფოტოებს იღებდა. ვინაიდან შევდეთში ამ დროს ჰელოუნის სამზადისია, ბიჭი ყველას სადღესაწაულოდ გამოწყობილი ეგონა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხმლით მიყენებული ჭრილობებისგან მასწავლებელი და 17 წლის ბიჭი გარდაიცვალნენ, 14 წლის მოზარდი და კიდევ ერთი მასწავლებლი კი მძიმე მდგომარეობაში არიან.

თავდამსხმელის ვინაობას პოლიცია ჯერჯერობით არ ამხელს, თუმცა ცნობილია, რომ ის ამ ქალაქის მაცხოვრებელი იყო. როგორც შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, - "ეს შვედეთის ისტორიაში შავ დღეა".

შვედური საინფორმაციო საშუალებები წერენ, რომ ეჭვმიტანილის "ფესიბუკისა" და "იუთუბის"ანაგარიშებიდან ირკვევა, რომ ის ჰიტლერისა და ნაცისტური გერმანიის თაყვანისმცემელი გახლდათ, ასევე მტრულად იყო განწყობილი ისლამისა და ბოლო ხანს შვედეთში დაწყებული არაბული იმიგრაციის მიიმართ.

ჩვენ დავუკავშირდით შვედეთში მცხოვრებ ქართველს და მოხდარზე გავესაუბრეთ:

- ბოლოს ხანს შვედეთში ძალიან გააქტიურდნენ ნეონაცისტები და ექსტრემისტები, ეს განსაკუთრებით მას შემდეგ, შეიმჩნევა, რაც შვედეთმა სირიიდან დევნილების მიღებაზე თანხობა განაცხადა. ბოლო კვირების განმავლობაში 9 საერთო სცხოვრებელი დაწვეს, რომელშიც სირიელი დევნილები უნდა შეესახლებინათ. როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან გავიგე, ამ პატარა ქალაქში, სადაც ტრაგედია დატრიალდა, ეთნიკური სიჭრელეა და საკმაოდ ბევდი მუსულმანი ცხოვრობს. პოლიციამ პიველადი ინფორამცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც თავდამსხმელი სწორედ რასისტული განწყობით გამოირჩეოდა და განსაკუთრებულად სწორედ მუსულმანებისადმი იყო აგრესიულად განწყობილი. შევედეთი მშვიდობიანი ქვეყნაა, შესაბამისად, მომხდარმა ტრაგედიამ მართლა შოკი გამოიწვია, ლაპარაკობენ იმაზე, რომ სკოლების დაცვა უნდა გაძლიერდეს. უკვე 15 წელზე მეტია აქ ვცხოვრობ და სიმართლე გითხრათ, სკოლაზე თავდასხმის არცერთი სხვა შემთხვევა არ მახსენდება, განსხვავებით აშშ-სგან, სადაც ეს ძალიან გახშირებულია.

ანა გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)