შეუძლია "ისლამურ სახელმწიფოს" რუსეთს ომი გამოუცხადოს? - ტერორისტები "კრემლის აღებითა" და "კავკასიის დაბრუნებით" იმუქრებიან - კვირის პალიტრა

შეუძლია "ისლამურ სახელმწიფოს" რუსეთს ომი გამოუცხადოს? - ტერორისტები "კრემლის აღებითა" და "კავკასიის დაბრუნებით" იმუქრებიან

ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" რუსეთს ტერაქტებით ემუქრება. გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც რუსეთის ტერიტორიაზე სისხლიან თავდასხმებზეა ლაპარაკი.

"ისლმაური სახელმწიფოს" მედიადანაყოფის - Al Hayat Media Center - მიერ მომზადებული ვიდეო რუსულენოვანია, თუმცა ტიტრები ინგლისურ ენაზე მიჰყვება. ვიდეორგოლში, მძევალთა მკვლელობის კადრების ფონზე, ლაპარაკია, რომ "ძალიან მალე სისხლი ზღვად წამოვა რუსეთში" ასევე ისმის "კრემლის აღებისა" და კავკასიის დაბრუნების" მუქარა.

მუქარის რიგი მონაკვეთები აშკრაა, რომ მხოლოდ რუსეთისკენ არ არის მიმართული და მთელი ევროპა იგულისხმება. როგორც ბი-ბი-სი-ის ექსპერტები განმარტავენ, კადრს მიღმა ტექსტი წარმოდგენილია სიმღერის ტრადიციული ფორმით და ადამიანს ახსენებს ჯიჰადის მთავარ ჰიმნს, რომელსაც "ისლამურის სახელმწიფო" პროპანაგანდისტულ ვიდეოებში, ძალადობის სცენებთან ერთად იყენებს.

"ისლამურის სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" უკვე ორჯერ აიღეს პასუხისმგებლობა ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფაზე, რომელიც 31 ოქტომბერს აფრენიდან 23 წუთში ჩამოვარდა, დაიღუპა ბორტზე მყოფი 224 ადამიანი. როგორც ამერიკული, ასევე ბრიტანული სადაზვერვო სამსახურების შეფასებით დიდია ალბათობა, რომ თვითმფრინავში ბომბი აფეთქდა, რომელიც ბარგთან ერთად აიტანეს.

(იხილეთ ასევე: ტერაქტი, რომლის დამალვა სურდათ...)

ვიდეოში ასევე ნახსენებია რუსეთის რამდენიმე მუსულმანური რეგიონი. ყაზანში მცხოვრები მეცნიერის, თეოლოგ ფარიდ სალმანის განცხადებით, ვიდეოს მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ გზით ექსტრემისტები ცდილობენ გაიგონ რუსეთის მოქალაქე მუსულმანი ინტერნეტმომხმარებლებიდან დახლოებით რა რაოდენობის ადამიანი უჭერს რადიკალიზმს მხარს. "რადიკალებს სურთ საკუთარი რიგების გაფართოება და ამისთვის ადამიანურ რესურსებს ეძებენ. აქ უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდობასთან ახსნა-განმარტებითი სამუშაო ზედმიწევნით ფრთხილად ჩატარდეს". - აღნიშნავს მეცნიერი

თავის მხრივ ისლამის მქადაგებელი და "გუანტანამოს" ყოფილი პატიმარი აირატ ვახიტოვი აცხადებს: "ისლამურმა სახელმწიფომ" დაამატკიცა, რომ მას აქვს შესაძლებლობა და რესურსები, რათა მტკივნეულად დაარტყას არაერთი ქვეყნის ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებს. მე არ გამოვრიცხავ ტერაქტების შესაძლებლობას".

მისი აზრით, კრემლმა შესაძლოა სირიაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს, ამის შესაძლებლობა განსაკუთრებით გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ "ისმალურმა სახლემწიფომ" თავდასხმები რუსეთის ტერიტირიაზე მართლაც განახორციელა.

რუსულმა სპეცსამსახურებმა უკვე დაიწყეს გავრცელებული ვიდეომიმართვის შესწავლა. ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

გარდა ვიდეორგოლისა, ინტერნეტში გამოჩნდა სხვა სახის ინფორმაციებიც, რომელშიც ლაპარაკია მოსალოდნელ ტერქატებზე რუსეთის სხვადასხვა რეგიონში. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხდებენ, რომ ამგვარი გაფრთხილებების რამდენიმე ავტორი უკვე დაკავებულია.

ამის მიუხდევად მოსკოვისა და კიდევ რამდენიმე დიდი ქალაქის პოლიცია გადაყვანილია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე.

შეგახსენებთ, 30 სექტემებრს რუსეთმა სამხედრო ავიაოპერაცია სირიის ტერიტოიაზე სწორედ ტერორიზმთან ბრძოლს საბაბით დიაწყო. მას შემდეგ "ისლამური სახელმწიფო" რუსეთს არაერთხელ დაემუქრა.

მომაზდებულია ინტერნეტმასალების მიხედვით

მათ შორის