"ყოველი ტყვია, რომლიც ჩემს ცოლს მოხვდა, ჭრილობაა იმ ღმერთის გულში, რომლის გამოც ბრმად კლავთ" - კვირის პალიტრა

"ყოველი ტყვია, რომლიც ჩემს ცოლს მოხვდა, ჭრილობაა იმ ღმერთის გულში, რომლის გამოც ბრმად კლავთ"

13 ნოემბერს, პარიზში, საკონცერტო დარბაზ "ბატაკლანში" დატრიალებული უბედურების დროს გარდაცვლილი ჰელენ ლეირისის მეუღლემ ანტუან ლეირისმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე სულისშემძვრელი წერილი გამოაქვეყნა (იხილეთ), რომელიც თავისუფლებისმოყვარე ყოველი ადამიანის გულამდე აღწევს და ღირსეული პასუხია სიძულვილითა და ზიზღით სავსე ადამიანების ჩადენილ დანაშაულებზე:

ანტუანი

"პარასკევს საღამოს თქვენ მოიპარეთ გამორჩეული ადამიანის, ჩემი ცხოვრების სიყვარულისა და ჩემი ვაჟის დედის სიცოცხლე, მაგრამ მე არ ვაპირებ თქვენს შეძულებას. არ ვიცი ვინ ხართ და არც მინდა ვიცოდე, თქვენ მკვდარი სულები ხართ. ყოველი ტყვია, რომელიც ჩემს ცოლს მოხვდა, ჭრილობაა იმ ღმერთის გულში, რომლის გამოც ბრმად კლავთ.

ასე, რომ თქვენ ჩემგან ვერ მიიღებთ საჩუქრად სიძულვილს, რადგან სწორედ ამას ცდილობთ... ცდილობთ ჩვენში სიძულვილისა და ზიზღის გაჩენით, თქვენნაირებად გვაქციოთ. თქვენ გსურდათ შემშინებოდა და ჩემი თანამოქალაქეებისთვის შემეხედე უნდობლად, უსაფრთხოებისთვის შემეწირა თავისუფლება, რასაც ვერ ეღირსებით. თქვენ დამარცხდით!

ჰელენი

რამდენიმე დღისა და ღამის ლოდინის შემდეგ მე ის ამ დილას ვნახე... ის ისეთივე მშვენიერი იყო, როგორც პარასკევს საღამოს, ისეთივე ლამაზი, როგორც თითქმის 12 წლის წინ, როდესაც თავადვიწყებით შემიყვარდა. რა თქმა უნდა, ახლა საშინლად მტკივა და ეს თქვენი პატარა გამარჯვებაა, მაგრამ ეს დიდ ხანს არ გაგრძელდება, ვიცი, ის ჩემთან იქნებ ყოველ დღე და ჩვენ ერთად ვიქინებით თავისუფალი სულების სამოთხეში, სადაც თქვენი ადგილი არ არის.

ახლა ჩვენ ორნი ვართ - მე და ჩემი შვილი, მაგრამ უფრო ძლიერები, ვიდრე მთელი მსოფლიოს არმიები ერთად. თქვენთვის მეტი დრო არ მაქვს, მელვილს უნდა მივხედო, რომელიც ახლა იღვიძებს. ის ახლა 17 თვისაა, ჩვეულებისამებრ, ისაუზმებს, მერე ერთად ვითამაშებთ როგორც ყოველთვის, იცოდეთ, მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში ეს ბიჭი თავისი ბედნიერებითა და თავისუფლებით, გაგაწამებთ, რადგან თქვენ ვერც მის სიძულვილს ეღირსებით!"

როგორც ფრანგული გამოცემები წერენ, 35 წლის ჰელენი ვიზაჟისტი იყო და იმ დღეს მეგობრებთან ერთად ესწრებოდა კონცერტს. (წყარო)