"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა "სიკვდილის თოჯინების" გამოყენება დაიწყეს
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერაყში,"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები, შიიტებზე თავადსხმებისას, დანაღმულ სათამაშოებს - "სიკვდილის თოჯინებს" იყენებენ.

ისინი ასაფეთქებელ მოწყობილობას ძირითადად თოჯინებში ამონტაჟებენ და იმ გზაზე ყრიან, რომელსაც მომლოცველები გადიან ბაღდადიდან კერბელასკენ, რომელიც შიიტებისთვის წმინდა ქალაქია. 18-მდე ასეთი სასიკვდილო სათამაშოა უკვე ნაპოვნი.
ერაყის მთავრობა მოქალაქეებს აფრთხლებს, იყვნენ ყურადღებით და არ შეეხონ მათთვის უცხო საგნებს.
წყარო
.