ვინ ჩამოაგდო რუსული ავიაგამანადგურებელი?! - თურქეთმა თუ... - კვირის პალიტრა

ვინ ჩამოაგდო რუსული ავიაგამანადგურებელი?! - თურქეთმა თუ...

"მოსკოვის ქმედება სირიასთან მიმართებაში არასწორია"

”დღეს სირიის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, მიწიდან ცეცხლის გახსნის შემდეგ , რუსეთის ავიაჯგუფის თვითმფრინავი Су-24 ჩამოაგდეს” - ნათქვამია რუსეთის სამხედრო უწყების განცხადებაში. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მფრინავებმა შეძლეს კატაპულტირება, თუმცა მათ შესახებ სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ამ განცხადებამდე, თურქულმა საინფორმაციო საშუალებებმა გვამცნეს, რომ რუსულმა თვითმფრინავმა დაარღვია თურქეთის საჰაერო საზღვარი, არ დაემორჩილა გაფრთხილებას, რაც გახდა მისი ჩამოგდების მიზეზი.

მიუხედავად თურქეთის მხარის მსგავსი განცხადებისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკკიცებს, რომ ” Су-24-ს არ დაურღვევია საჰაერო საზღვარი, რაც დასტურდება კონტროლის ობიექტური საშუალებებით”.

კერძო ტელევიზიის Haberturk TV-ს საშუალებით გავრცელდა ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავის კადრები.

სააგენტო ”როიტერი” ავრცელებს თურქი სამხედრო პირის მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ამბობს, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს თურქული ავიაგამანადგურებელ F-16-ით.

თურქეთის პრემიერ -მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დავალება მიცსა ამ საკითხზე კონსულტაცია გაიაროს "გაეროსა" და ”ნატოში”, კონკრეტულად კი იმ საკითხზე, რომელიც სირიის საზღვარზე ბოლო დროს ხდება.

ოქტომბრის დასაწყისში თურქეთის ხელისუფლებამ რუსეთის ელჩს თვითმფრინავის შემოჭრასთან დაკავშირებით განმარტება მოსთხოვა, კრემლის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი განაპირობა ავდარმა და რუსულმა თვითმფრინავმა მხოლოდ რამდენიმე წამით გადაკვეთა საჰაერო საზღვარი.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედება სირიასთან მიმართებაში არასწორია. რაც  ქვეყანას რუსეთთან იზოლაციამდე მიიყვანს.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

წყარო 1, წყარო 2