"გავანადგურებთ ყველა სამიზნეს, რომელიც ჩვენთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს" - გადარჩენილი შტურმანი და მოკლული მფრინავი - კვირის პალიტრა

"გავანადგურებთ ყველა სამიზნეს, რომელიც ჩვენთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს" - გადარჩენილი შტურმანი და მოკლული მფრინავი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სირიაში რუსულ ავიაბაზა "ჰმეიმიმზე" უახლეს საზენიტო-სარაკეტო სისტემებს - С-400-ებს გადაისვრის.

2 - საათიანი სამაშველო ოპერაცია დასრულდა - "სუ-24"-ის გადარჩენილი რუსი შტურმანი სირიაში რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხდა. მისი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია რუსმა და სირიელმა სპეცრაზმელებმა ერთობლივად ჩაატარეს.

"ოპერაცია წარმატებით დასრულდა. შტურმანი ჩვენს ბაზაზეა გადაყვანილი. ის ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს", - განაცხადა შოიგუმ.

მისი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია 12 საათს გაგრძელდა. რაც შეეხება, "სუ-24"-ის მფრინავს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ის დაიღუპა.

შეგახსენებთ, გუშინ სირია - თურქეთის საზღვარზე თურქეთის ავიაგამანადგურებლებმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თვითმფრინავი სირიის მხარეს დაეცა, გადაჩენილი შტურმანი ამბოხებულთა ხელში აღმოჩნდა.

რუსეთის გენშტაბმა ასევე განაცხადა, რომ "სუ-24"-ის ჩამოგდების შემდეგ მოსკოვი სირიაში დისლოცირებულ რუსული საავიაციო ბაზის დასაცავად დამატებით ზომებს მიიღებს.

"გაფრთხილებთ, რომ გავანადგურებთ ყველა სამიზნეს, რომელიც ჩვენთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს", - განაცხადა გენშტაბის უფროსმა სერგეი რუდსკოიმ. მისი ინფორმაციით, რუსეთი თურქეთთან ყველა სამხედრო კონტაქტს წყვეტს:

”ამ ფაქტამდე, რუსეთის ელჩმა საფრანგეთში ალექსანდრ ორლოვმა შეგვატყობინა, რომ მეორე მფრინავი ხელთ სირიის სახელმწიფო არმიას ჩაუვარდა. ხოლო პირველი მფრინავი მიწიდან ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა. ის კატაპულტირების შემდეგ პარაშუტით ეშვებოდა".

მოამზადა ეკა გადახაბაძემ