რუსულმა ბობმდამშენებმა სირიაში თურქული ჰუმანიტარული კოლონა დაბომბეს?! - კვირის პალიტრა

რუსულმა ბობმდამშენებმა სირიაში თურქული ჰუმანიტარული კოლონა დაბომბეს?!

თვითმხილველთა თქმით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში რუსეთი  სირიის იმ ტერიტორიას ბომბავდა, სადაც თურქებმა რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. დაბომბვაში მოყვა ჰუმანიტარული ტვირთის გადამტანი თურქული კოლონაც, რის თაობაზეც ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათი მონაცემებით, რუსეთის ავიაციამ თურქული ჰუმანიტარული კოლონა სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის საზღვარიდან 5 კილომეტრში დაბომბა. აღნიშნული კოლონა სირიელ ლტოლვილებს ჰუმანიტარულ ტვირთს სირიის ქალაქ აზაზში აწვდიდა.

ლტოლვილთა ბანაკი სირიის ქალაქ აზაზში

არსებული ინფორმაციით, ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია რამდენიმე სატვირთო მანქანა. მსხვერპლის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. სავარაუდოდ დაღუპულთა რაოდენობა 7-დან 10-მდეა.

რუსულ მხარეს ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და არც მომხდარი დაუდასტურებია.

(იხილეთ ასევე: "მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება დაიწყო" - მესამე მსოფლიო ომი კარზეა მომდგარი?!)