რომელია ის 60 ქვეყანა, რომელიც "ისლამურმა სახელმწიფომ" თავის მტრად დაასახელა - კვირის პალიტრა

რომელია ის 60 ქვეყანა, რომელიც "ისლამურმა სახელმწიფომ" თავის მტრად დაასახელა

მტრების სიაში მოხვდნენ უკრაინა, მოლდოვა და ბალტიისპირეთის ქვეყნები

"ისლამურმა სახელმწიფომ" მორიგი პროპაგანდისტული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც 60 ქვეყანა დაჯგუფების მტრად გამოაცხადა. მტრების სიაში მოხვდნენ უკრაინა, მოლდოვა და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ ირანმა, თურქეთმა, აშშ-მა და რუსეთმა "ეშმაკთა კოალიცია" შექმნეს და იქვე აღნიშნულია, რომ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მტრების უფრო მასშტაბური კოალიცია იბრძვის.

საქართველო "ისლამური სახელმწიფოს" მტრად დასახელებული არ არის.

იხილეთ ვიდეო: "ისლამური სახელმწიფო" 60 მტრულ ქვეყანას შორის საქართველოს არ ასახელებს