კამერონის მტკიცებით, "ისლამური სახელმწიფო" დაკავებულ ტერიტორიებს კარგავს - ვის და რატომ აეჭვებს მისი განცხადებები? - კვირის პალიტრა

კამერონის მტკიცებით, "ისლამური სახელმწიფო" დაკავებულ ტერიტორიებს კარგავს - ვის და რატომ აეჭვებს მისი განცხადებები?

"კოალიცია ახორციელებს ავია შეტევებს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიაზე და ეს შეტევები საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს"

პარიზში მომხდარი ნოემბრის ტერაქტების სერიის შემდეგ, რომელსაც 130 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კოალიცია ახორციელებს ავია შეტევებს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორიაზე და ეს შეტევები საკმაოდ წარმატებულადა მიმდინარეობს. მისი განცხადებით "ისლამური სახელმწიფოს"კონტროლირებადი ტერიტორია 25-30 %-ით შემცირდა.

BBC-ს კორესპოდენტი ფრენკ გარნერი ამ რიცხვებს საეჭვოდ მიიჩნევს.

საფრანგეთის საბრძოლო თვითმფრინავი "რაფალი". საფრანგეთი მონაწილეობს "ისლამური სახელმწიფოს" დაბომბვაში სირიის ტერიტორიაზე

„ბრიტანეთის პრემიერის განცხადება იმის შესახებ, რომ ტერორისტებმა მათი ტერიტორიის 25% დაკარგეს, ვფიქრობ საეჭვოა, ამ დასკვნამდე მისვლა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ რუკას გამოიყენებენ, თუმცა ფაქტებით რომ ვიმსჯელოთ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტერორისტებმა დაიკავეს რამადი, არც იმის მინიშნებას დაინახავთ სადმე, რომ ისინი აპირებენ ერაყში სიდიდით მეორე ქალაქის - მოსულის დატოვებას.“

გარნერის სიტყვების თანახმად, როგორც აშშ. აცხადებს, ავიაშეტევების შედეგად, „ისლამურ სახელმწიფოს" საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვს, ყოველდღიურად დაბომბვებისას იღუპებიან საველე მეთაურები, თუმცა ტერორისტები ადვილად პოულობენ მათ შემცვლელებს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ დაკარგულ ტერიტორიებზე ინფორმაცია ამერიკელი პოლკოვნიკის სტივ უორენის ბრიფინგიდან მიიღეს. პოლკოვნიკის განცხადებით, ტერორისტების მიერ დაკავებული ტერიტორიების რაოდენობა 25-30%ით შემცირდა.

რომელ ტერიტორიაზეა ლაპარაკი?

პროფესორი პოლ როჯერსი, ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის წევრი და კონსულტანტი გლობალური უსაფრთხოების საკითხებში, პოლკოვნიკის სტატისტიკასთან დაკავშირებით ეჭვს გამოთქვამს.

„ეს განცხადება შეიძლება გაკეთდეს მაშინ, როცა ლაპარაკია უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოზე - დაუსახლებელ ადგილებზე“. -  პროფესორმა ასევე განაცხადა, რომ ტერორისტები მართლაც შეაჩერეს ერაყში და რომ მათ მარცხი განიცადეს ჩრდილო-აღმოსავლეთით - ტიკრიტთან და ბაჯისთან, თუმცა ისეთი დიდი ქალაქების დაბრუნება როგორიცაა ფალუჯა, რამადი და მოსული ისევ ვერ ხერხდება, ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ხელშია.

რუსეთი სირიაში ტერორისტთა პოზიციებზე შეტევას ახორციელებს

როჯერსის თქმით, სირიიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, „ისლამური სახელმწიფო“ უფრო ფართოვდება და სირიაში უფრო მეტ ტერიტორიას იკავებს. ხოლო თუ რაიმეს კარგავს, ეს მხოლოდ უდაბურ და დაუსახლებელ ტერიტორიებს ეხება.

რას უნდა ველოდოთ „ისლამური სახელმწიფოსგან“?

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია არა დაკარგული ტერიტორიის 25%, ადამედ ტერორისტთა პოტენციალი.

საფრთხეს იწვევს ის ფაქტი, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ" დაიწყო „ალ-ქაიდას“ მსგავსი ტაქტიკის გამოყენება, ანუ ე.წ. საზღვრებს მიღმა თავდასხმები, ანუ  ის, რაც ხდებოდა 10 წლის წინ. ამ დრომდე ტერორისტები ცდილობდნენ განევითარებინათ და გაეძლიერებინათ მათი ტერიტორიები, ცდილობდნენ ხალიფატის საზღვრების გაფართოვებას. ახლა ტერორისტები საზღვრებს მიღმა მიემართებიან. ეს კი გამოვლინდა მაშინ, როცა ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს პარიზზე, რუსულ თვითმფრინავზე და ა.შ. ამ მოვლენებს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ ვხედავთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ემზადება სხვა ტერორისტული აქტებისთვის და სწორედ ეს არის დასაფიქრებელი“ - აცახდებს პროფესორმა პოლ როჯერსი.

თარგმნა ეკა გადახაბაძემ

წყარო