რამ გამოიწვია ძლიერი აფეთქება სტამბულის მეტროში - ტერაქტის საფრთხე თურქეთში? (ვიდეო) - კვირის პალიტრა

რამ გამოიწვია ძლიერი აფეთქება სტამბულის მეტროში - ტერაქტის საფრთხე თურქეთში? (ვიდეო)

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით დაღუპულია 4 ადამიანი

სტამბულის მეტროს სადგურ "ბაირამფაშაში" ძლიერი აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა ქალაქის კიდევ რამდენიმე ადგილზე. ხელისუფლებამ მეტროს ქსელის მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

იხილეთ ვიდეო: სტამბოლის აფეთქების პირველი კადრები

თურქული სატელევიზიო არხი Haberturk-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, აფეთქების მიზეზი შეიძლება ტერაქტი იყოს. თავდაპირველად განიხილავდნენ იმ ვერსიასაც, რომ შესაძლოა ტრანსფორმატორის ჯიხური აფეთქდა.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი. აფეთქების შედეგად დაზიანებულია გადასასვლელთან მდგარი ავტომობიებიც, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა.

წყარო