სააგენტო Daily Sabah–მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გამოქვეყნებულ ფოტო მასალაში აღბეჭდილი ნავთობის გადამზიდი საშუალებები არა თურქეთის, არამედ ქურთების საკუთრებაა. რუსეთის მტკიცებით, ამ გადამზიდებს ნავთობი "ისლამურის სახელმწიფოს" ტერიტორიიდან გადააქვთერაყის პარლამენტში ქურთების მხარის წარმომადგენელმა შერკო ჯავდათმა განაცხადა, რომ ნავთობის გადამზიდი ავტომობილები, რომლებიც ქურთების ავტონომიური მხარიდან თურქეთის სამხრეთით მიემართებოდნენ, არ არის "ისლამური სახელმწიფოს" რესურსები."ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განაცხადა, რომ ერაყის ქურთისტანიდან ასობით ტანკერი თურქეთში მიემართება და ეს არ არის საიდუმლო. რუსეთის განცხადება კი მცდარია, ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მათ ბრალდებებს" – განაცხადა ჯავდათმა და ასევე აღნიშნა, რომ ქურთები დიდი ხანია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ აწარმოებენ ბრძოლას.შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წარადგინა მასალები, რითაც ისინი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიფ ერდოღანს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბიზნეს პარტნიორობაში ამხელდნენ. ბრალდებებზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება თურქეთს ცილი დასწამოს, თითქოს ისინი ნავთობს "ისლამური სახელმწიფოსგან" ყიდულობენ. ერდოღანმა საზოგადოებას პირობა მისცა, თუ ვინმე დაამტკიცებდა მათ კავშირს ტერორისტებთან, ის დატოვებდა თანამდებობას. საბოლოოდ კი ვიგებთ, რომ ანკარას აქვს ინფორმაცია რუსეთისა და "ისლამური სახელმწიფოს" კავშირის შესახებ."ჩვენ გვაქვს მტკიცებულება და მას მსოფლიოს ვუჩვენებთ", - განაცხადა ერდოღანმა.თურქეთის პრეზიდენტის თქმით, "ისლამური სახელმწიფოსგან" ნავთობის უმსხვილესი მყიდველი სირიელი ბიზნესმენია, რომელიც რუსეთის მოქალაქეა."ვინ ყიდულობს ნავთობს? ნება მიბოძეთ, მოგიყვეთ. სირიელი ჯორჯ ჰასვანი, რომელსაც რუსეთის მოქალაქის პასპორტი აქვს - ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა ამ ბიზნესში", - განაცხადა პრეზიდენტმა."ტელეგრაფის" ერთ–ერთ სტატიაში კი ვკითხულობთ, რომ ჯორჯ ჰასვანის კომპანია HESCO ბუნებრივ აირს ცენტრალური სირიის ქალაქ თაბქანიდან ყიდულობს. აღნიშნული ქალაქი კი აგვისტოში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა დაიკავეს. გავრცელებული ინფორმაციით ამ ქალაქში არსებულ ბუნებრივ რესურსებს ტერორისტები აკონტროლებენ, თუმცა გაზის რესურსები ისევ ასადის ხელთაა.რაც შეეხება ჰასვანის საქმიანობას, DK ჯგუფი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, დაადანაშაულეს რუსეთიდან დამასკოში, მესამე ქვეყნების გავლით საკრედიტო ბარათების უკანონო გადატანაში.მოამზადა ეკა გადახაბაძემ