"მუსულმანებმა რადიკალიზმის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ!" - კვირის პალიტრა

"მუსულმანებმა რადიკალიზმის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ!"

ცივილიზაციებსა და რელიგიათა შორის დიალოგში შეტანილი წვლილით ცნობილი, ამერიკაში მცხოვრები თურქი მოაზროვნე, ფეთჰულლაჰ გიულენი, ფრანგულ გაზეთ Le Monde- ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამეგობრობასა და მუსულმანებს მნიშვნელოვან მესიჯებს უგზავნის.

ისლამის სახელით ჩადენილი ტერორისტული აქტები მუსულმანებს ზიანს აყენებს და მუსულმანების წინააღმდეგ არასწორ წარმოსახვას უფრო აღრმავებს - განაცხადა გიულენმა და აღნიშნა, რომ ტერორიზმს რელიგია არ აქვს.

Le Monde-ს სტატიის შესავალში აღნიშნულია, რომ გიულენი მეცნიერების დიდი მხარდამჭერი, დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი, რელიგიათაშორისი დიალოგის მომხრე და მოძრაობა "ჰიზმეთის" ლიდერია. გიულენი წარსულში ერდოღანის მოკავშირე იყო, მაგრამ კორუფციული სკანდალის შემდეგ, მისი ყველაზე დიდი ოპონენტი გახდა.

ფეთჰულლაჰ გიულენის სტატია 17 დეკემბრს გამოქვეყნდა, რომელშიც წერს: "ჩვენ, როგორც მუსულმანებმა საკუთარ პრობლემებს თვალი უნდა გავუსწოროთ, შეთქმულების თეორიის უკან დამალვას თავი უნდა დავანებოთ და დავფიქრდეთ, - ნეტავ, ჩვენში არსებული ფარული დესპოტიზმისადმი მიდრეკილების, ფიზიკური ძალადობის, ახალგაზრდების უყურადღებოდ დატოვების, დაბალანსებული განათლების ნაკლებობისა და მსგავსი მიზეზების გამო ტოტალური აზროვნების დაჯგუფებებისთვის ჩვენი საზოგადოებიდან ადამიანების გადაბირება უფრო ხელმისაწვდომი ხომ არ გახდა? ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და ყველას სხვა გამაერთიანებელი მენტალიტეტის ჩამოუყალიბებლობის გამო ადა ასევე ადამიანების უიმედობაში ჩავარდნით, სხვა - არასწორი გზების ძებნას საძირკველი ხომ არ მოვუმზადეთ?"

გიულენის თქმით, ევროპელმა მუსულმანებმა რადიკალური მოძრაობების წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო მეტად უნდა იაქტიურონ. "არასასურველი პირობების მიუხედავად, მუსულმანმა მოქალაქეებმა სახელმწიფოსთან უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, ერთმორწმუნე მუსულმანების საზოგადოებაში ინტეგრირებას ხელი უნდა შეუწყონ და გამაერთიანებელი პოლიტიკის წარმოებაში წვლილი შეიტანონ." - აღნიშნა მან.

ფეთჰულლაჰ გიულენის მიერ პარიზის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ Le Monde- ში სტატია შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა : "მუსულმანებო, ჩვენი რწმენის კრიტიკული ანალიზი გავაკეთოთ", გთავაზობთ წერილს:

"ჭეშმარიტი რწმენის განზომილება, ადამიანის სიცოცხლის დაცვის მიმართ გამოხატული მგრძნობელობაა. "ისლამური სახელმწიფოს" და მსგავსი ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი შემზარავი სისასტიკის გამო გული მტკივა. ამ დაჯგუფებების მიერ, ტერორისტული აქტების განხორციელებისას, თავიანთი დამახინჯებული იდეოლოგიების მუსლულმანურ რელიგიასთან დაკავშირება 1,5 მილიარდი მუსულმანის მსგავსად, ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია. ჩვენი, როგორც მუსულმანების მოვალეობა, ერთის მხრივ კაცობრიობის ამ შემზარავი ტერორისტული თავდასხმებისაგან დასაცავად ყველასთან ერთად ვიბრძოლოთ, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენი სარწმუნოების შელახული იმიჯის გამოსწორებისთვისაც უნდა ვიმუშაოთ.

საკუთარი იდენტობის დამტკიცებას, მხოლოდ მისი ძირითადი ფასეულობების ერთგულებით დაამტკიცებთ. ჭეშმარიტი რწმენა მხოლოდ ლოზუნგებითა და ტანისამოსით არ გაიზომება, მთელი მსოფლის რელიგიების უმთავრესი მიზანი ადამიანის სიცოცხლის, უმწიკვლობისა და სხვა მგრძნობიარე პრინციპების შენარჩუნებაა.

ჩვენი როგორც მუსულმანების, მოვალეობაა ტერორისტების მიერ გავრცელებული ტოტალიტარული იდეოლოგიის უპირობოდ უარყოფა და მის გავრცელებაში ხელის შეშლა, ხოლო ამის შესაბამისად, გამაერთიანებელი და მრავალფეროვნებს მხარდამჭერი მენტალიტეტის ჩამოყალიბება. ჩვენთვის ეთნიკურ, ეროვნულ და რელიგიურ იდენტობაზე წინ ადამიანობა დგას და ასეთი ბარბაროსული ქმედებებით, სინამდვილეში ადამიანი ზიანდება. პარიზში დაღუპული ფრანგები, ბეირუთში დაღუპული ლიბანელები, ერაყში განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპული სუნიტები, პირველ რიგში ყველანი ადამიანები ვართ. მიუხედავად რელიგიური და ეთნიკური იდენტობისა, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ტკივილს განიცდის, ჩვენ თუ თანაგრძნობას არ გამოვუცხადებთ, ცივილიზაციის პროგრესი შეჩერდება.

ტერორის დაგმობა საკმარისი არ არის!

პარიზში მომხდარმა უკანასკნელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ განხორციელებული შემზარავი ტერორისტული აქტები რელგიასთან არანაირ კავშირში არ არის და ეს როგორც თეოლოგების, ასევე რიგითი მუსულმანების მხრიდან უპირობოდ უნდა იქნას დაგმობილი. თუმცა არ მომენტისათვის, დაგმობა და უარყოფა საკმარისი უკვე აღარ არის. მუსულმანურ საზოგადოებაში ტერორისტების მხრიდან ახალგაზრდების გადაბირების საწინააღმდეგოდ, სახელმწიფო უწყებების, რელიგიური ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი, ჭკვიანური მოქმედებაა საჭირო. ტერორისტების მიერ გადაბირების მცდელობის ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მთელი საზოგადოების მომცველი პროექტების შემუშავებაა საჭირო.

ჩვენს საზოგადოებაში უფსკრულის პირას მყოფი ახალგაზრდები დროულად უნდა აღმოვაჩინოთ და სახიფათო თავდაგასავლების ძიებაში ხელი შევუშალოთ. ოჯახებს კონსულტაცია გავუწიოთ და სხვა მხარდასაჭერი მომსახურების ინფრასტრუქტურა შევქმნათ. რომელი ქვეყნის მოქალაქეც ვართ, იმ ქვეყანაში აქტიური ჩართულობით იმ მაგიდას უნდა მივუჯდეთ, სადაც ანტიტერორისტული გეგმები მუშავდება და საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრი უნდა გამოვხატოთ. ჩვენს ახალგაზრდებს დემოკრატიული გზებით აზრის გამოხატვა უნდა ვასწავლოთ. დემოკრატიული ღირებულებების სკოლის ასაკიდანვე სწავლება მომავალი თაობის ჯანსაღი აზროვნების ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ისტორიის განმავლობაში, ასეთი ტრაგედიების შემდეგ, გადაჭარბებულ რეაქციებს ჰგონია ადგილი. მუსულმანების საწინააღმდეგო, ანტირელიგიური რიტორიკა, სახელმწიფოების მხრიდან მუსულმანი მოქალაქეების მიმართ გამკაცრებული მოპყრობა, მათ სარგებელზე მეტ ზიანს მოუტანს. ევროპაში მცხოვრებ მუსულმან მოქალაქეებს მშვიდობასა და სიმშვიდეში ცხოვრების სურვილი აქვთ. არასასურველი პირობების მიუხედავად, მათ სახელმწიფოსთან ერთად მჭიდროდ უნდა ითანამშრომლო.

ჩვენ, მუსულმანებმა ამ შემთხვევაში დიდ ისლამურ გაგებას, პრაქტიკას და ჩვენი საუკუნის პირობებს, თავის დროზე გაკეთებული ინტერპრეტაციის ფონზე თვალი უნდა გადავავლოთ და საკუთარი თავის კრიტიკა შევძლოთ. ეს ტრადიციული ისლამისგან დაშორება არ იქნება. პირიქით, ეს არასწორი გზისკენ შესაძლო გადახვევის გაცნობიერებას და მათგან განთავისუფლებით, ჩვენი წინამორბედის მსგავსად, მხოლოდ ყურანისა და სუნნეთის მიხედვით სულისა და არსის კვლავ პატრონობას ნიშნავს.

რწმენის რადიკალურ ინტერპრეტაციებს უნდა გავემიჯნოთ

რელიგიური წყაროებიდან წინანდელი მეთოდების ამოჭრას და სხვა მიზნებისთვის გამოსაყენებლად გაკეთებულ ინტერპრეტაციებს უნდა გავემიჯნოთ. მუსულმანმა სწავლულებმა, ექსპერტებმა და ინტელექტუალებმა რელიგიურ წყაროებზე დაყრდნობით გამაერთიანებელ მიდგომას ხელი უნდა შეუწყონ. გასულ საუკუნეებში რელიგიური და პოლიტიკური კონფლიქტების დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს გადავავლოთ თვალი. რწმენის ძირითად საფუძვლებზე დაფუძნება დოგმატიზმს არ ნიშნავს. მუსულმანების ერთ დროს აღმავლობის ეპოქაში, რელიგიის სულიერების დაცვით, აზრის გამოხატვის თავისუფლების ისევ აღორძინება შესაძლებელიცაა და აუცილებელიც. ძალადობის გამავრცელებელი რადიკალიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, მხოლოდ ამგვარად შევძლებთ.

ცივილიზაციები კი არ იბრძვიან, არამედ ადამიანური ცივილიზაცია ბარბაროსობას ებრძვის

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, საზოგადოების ნაწილში ისევ ცივილიზაციათა შეჯახებაზე ლაპარაკს მწუხარებით ვისმენ. პირველად ვინც ამგავარი შეფაება გააკეთა, არ ვიცი ინტუიციას დაეყრდნო თუ სხვა რამ გარკვეულ მოსაზრებებს. ერთი რამ ცხადია, რომ დღეს ასეთი ენის გამოყენება მხოლოდ ტერორისტულ დაჯგუფებებს წაადგება. მინდა, ხაზგასმით ვთქვა : ის, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, ცივილიზაციებს შორის ბრძოლა კი არა, მთელი კაცობრიობის ცივილიზაციის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაა.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მუსულმანებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ

ჩვენი, როგორც მუსულმანი მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, რომ როგორ რთულ პირობებშიც არ უნდა ვიყოთ, პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობა მივიღოთ. მუსულმანების უფლებებისა და თავისუფლების დასაცვაში, ასევე მთელი კაცობრიობის მშვიდობიან ცხოვრებაში წვლილის შეტანა თუ გვინდა, ტერორიზმი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ რელიგიური კუთხით კარგად უნდა შევისწავლოთ. ჩვენ, კეთილი საქმეებით მაგალითის მიცემით, რელიგიური წყაროების რადიკალური ინტერპრეტაციების უარყოფითა და მათგან გამიჯვნით, უნდა ვეცადოთ ჩვენს ახალაგზრდობაზე დადებითი ზეგავლენა მოვახდინოთ და ამასთანვე, ვიყოთ ფრთხილად. დემოკრატიული ღირებულებების შესახებ, განათლების ადრეულ ასაკში მიცემით ტერორიზმსა და ტოტალიტარულ იდეოლოგიებთან ბრძოლას შევძლებთ.

წყარო