ერთ ისლამისტ მებრძოლს მხოლოდ სამი სექსმონის ყიდვა შეუძლია - ჯოჯოხეთი დედამიწაზე
ერთ ისლამისტ მებრძოლს მხოლოდ სამი სექსმონის ყიდვა შეუძლია - ჯოჯოხეთი დედამიწაზე
24-01-2016
დღეს "ისლამური სახელმწიფო" ქალებით ვაჭრობით დიდ შემოსავალს იღებს. ზოგიერთი მონაცემით, ის შავ არქეოლოგიაზე სარფიანია...

მონათა ბაზარი

ქაილი მიულერი
2015 წლის 11 სექტემბერს მსოფლიომ ამერიკელი გოგონას, ქაილი მიულერის ამბავიც შეიტყო - საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი 2013 წელს გაიტაცეს "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა. რამდენიმე თვე აწამებდნენ და აიძულებდნენ, ეთქვა, ჯაშუში ვარო. ციხეშიც კი ჰყავდათ გამომწყვდეული­, სადაც ის სამმა ქურთმა გოგომ გაიცნო (ისინი ციხეში­ წარუმატებელი გაქცევის შემდეგ მოხვდნენ). ისინი იხსენებენ, რომ ქაილი მიულერს ფრჩხილებიც კი დააძვრეს და ყოველდღე სცემდნენ, შემდეგ კი აბუ ბაქრ ალ ბაღდადისთან მიჰყავდათ და ის აუპატიურებდა. შემდეგ ქაილი მოკლეს. ქურთმა გოგონებმა გაქცევა მოახერხეს, ევროპაში ჩააღწიეს და მსოფლიოს მიულერის ტრაგედიის შესახებ ამცნეს...

"ისლამური სახელმწიფოს" მონები იეზიდი და ქრისტიანი ქალები არიან, ეს რელიგიური უმცირესობები მათ ტერიტორიაზე ადამიანებად არ ითვლებიან; და რადგან ადამიანები არ არიან, შეგიძლია, ყველაფერი გაუკეთო, რაც მოგეპრიანება. ქრისტიანების მიმართ შეუწყნარებლობამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ რომის პაპმა ფრანცისკმა მას "სისტემური გენოციდი" უწოდა..

დღეს "ისლამური სახელმწიფო" მონათვაჭრობისგან დიდ შემოსავალს იღებს (ზოგიერთი მონაცემით, ის შავ არქეოლოგიაზე სარფიანია). დაპყრობილ
ტერიტორიაზე მოსახლეობის"დახარისხებაზე და შემდეგ ქალების ტრანსპორტირებაზე სპეციალური შტაბები ზრუნავენ, ხოლო მათ გაყიდვაზე ან გამოსყიდვაზე - სხვა ჯგუფები.


მონათა ფასი


სირიასა და ერაყში სექსუალური ძალადობის მასშტაბებით გაკვირვებას "ისლამური სახელმწიფოს" ზოგიერთი ლიდერიც ვერ მალავდა, თუმცა თანამოაზრეების გაკიცხვას ისევ ამ სისასტიკის დაკანონება არჩიეს - 2015 წლის ზაფხულში "ისლამურმა­ სახელმწიფომ" მონობა დააკანონა და სპეციალური ბროშურებიც კი გაავრცელა მონათა პატრონების უფლება-მოვალეობების შესახებ, მეტიც, მონათა ბაზარზე ფასებიც კი დააწესა:

ქალი 40-50 წლის - 50 000 დინარი
30-40 წლის - 75 000 დინარი
20-30 წლის - 100 000 დინარი
10-20 წლის - 150 000 დინარი
1-9 წლის - 200 000 დინარი.

მიღებული კანონი არ კრძალავს მოზ­ა­რდთან სექსუალურ ძალადობას,"თუ მისი სხეული მზად არის სექსუალური აქტისთვის."სავარაუდო ასაკი 10 წლიდან იწყება; და კიდევ: ერთ ისლამისტ მებრძოლს მხოლოდ სამი სექსმონის ყიდვა შეუძლია.

იხილეთ სრულად

იხილეთ ფოტოგალერეა: მონათა ბაზარი "ისლამურ სახელმწიფოში"
wiinwyaro
10 თებერვალი 2016 17:36
ბევრი ქვეყანა ვიცი,საიდანაც,ფანატიკოსი მუსულმანი გოგოები,თავის ფეხით მიდიან ჯიჰადისტებთან,მაგ...უზბეკისტანიდან კაზაკისტანიდან....ამიტომ წინ წყალი,და უკან მეწყერი.ამერიკა კი დღისით ვითომ ებრძვის,ღამით,კი იარაღით ამარაგებს ჯიჰადისტებს....აფინანსებს და რა ვიცი.
qristiani
09 თებერვალი 2016 07:13
ამ დროს დერმოკრატიული ამერიკა,ლგბტ უფლებების დაცვაზე ზრუნავს.ის უნდა მოუწყო იმათ,რაც მათ არაბული გახაფხულის სახელით მოაწყვეს.
სხვა სიახლეები
რუსული პრესის ცნობით, ძლიერი ხანძარი მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა.
დაწვრილებით...
24 აგვისტოს, ოფიციალური ინფორმაციით, 30 ადამიანი, მათ შორის 7 სტუდენტი, დაიღუპა ქაბულში, ამერიკულ უნივერსიტეტზე შეიარაღებული "ბოევიკების" თავდასხმისას.
დაწვრილებით...
რამდენიმე საათის წინ შეიარაღებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ ამერიკულ უნივერსიტეტს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში.
დაწვრილებით...
იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი 6,2 ბალიანი მიწისძვირს შედეგად, ბოლო მონაცემებით სულ ცოტა 38 ადამიანი დაიღუპა
დაწვრილებით...
თურქეთმა სირიის საზღვართან მდებარე ქალაქის ჯერაბლუსის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთაგან გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო.
დაწვრილებით...
იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 6 ადამიანი.
დაწვრილებით...
"ჩვენთვის ძალიან არასასურველია, ადილ ოკსუზი­ აქ იმყოფებოდეს"

"ერდოღანმა შეიძლება თურქეთის დანარჩენ ტერიტორიაზე თავისი­ პოლიტიკური იმიჯი აღიდგინოს და პრობ­ლემებსაც გაუმკლავდეს, მაგრამ იმ ნაწილში, სადაც ქურთები მჭიდროდ სახლობენ, პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება"
დაწვრილებით...
აფეთქებას თურქეთში სულ ცოტა 30 ადამიანი ემსხვერპლა
დაწვრილებით...
თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, თურქეთს ქალაქ დიარბაქირში პოლიციის შენობასთან ავტომობილი აფეთქდა.
დაწვრილებით...
ქირავდება ან იყიდება 65 კვ.მ
ქირავდება პატარა, მყუდრო ბინა ყიფშიძეზე.
62 კვ.მ. +90კვმ ბინის თეთრი
იყიდება 3 სართულიანი (+1 სარდაფი)
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები