15 წლის მიგრანტმა 22 წლის გოგონა სასიკვდილოდ დაჭრა - შვედი საზოგადოება შოკირებულია
15 წლის მიგრანტმა 22 წლის გოგონა სასიკვდილოდ დაჭრა - შვედი საზოგადოება შოკირებულია
26-01-2016
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიგრანტი მამაკაცები თავს ესხმიან ადგილობრივ შვედ ქალებს

შვედეთში, გოტებორგში, "მიგრანტთა საბავშვო ცენტრში" 15 წლის მიგრანტმა ბიჭმა სასიკვდილოდ დაჭრა ცენტრის თანამშრომელი, 22 წლის ალექსანდრა მეზერი. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მრავლობითი ჭრილობების გამო გოგონა გარდაიცვალა.

დაჭრის მოტივი უცნობია, 15 წლის მიგრანტმა გოგონას ჭრილობები დანით მიაყენა. აღნიშნულ ცენტრში 14-დან 17 წლამდე ასაკის მიგრანტი ბავშვები ცხოვრობენ, ისინი ვინც მშობლების გარეშე ჩამოვიდნენ შვედეთში და ახლობელი არ ჰყავთ.

შემთხვევის ადგილზე, პოლიციის მისვლამდე მკვლელობაში ეჭვმიტანილი 15 წლის ბიჭი ცენტრის თანმაშრომლებმა დაიჭირეს. პოლიციამ უკვე ამოიღო მკვლელობის იარაღი - დანა.



"მიგრანტთა საბავშვო ცენტრში" მივიდა შვედეთის პრემიერ-მინისტრი სტეფან ლეფვენიც, რომელმაც მომხდარი სასტიკ დანაშაულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ბევრ შვედს ეშინია მსგავსი შემთხვევის გამეორების, კერძოდ ახალგაზრდა მიგრანტების მხრიდან თავდასხმების.

შვედეთის პოლიციის წარმომადგენლის, თომას ფუქსბორგის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიგრანტი მამაკაცები თავს ესხმიან ადგილობრივ შვედ ქალებს, და როგორს ის ამბობს, მას შემდეგ, რაც შვედეთში მიგრანტები შეუშვეს, მსგავს ინცინდენტებზე პოლიციაში ზარები
ხშირად შედის.

22 წლის ალექსანდრა მეზერი ცენტრში რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. "ის იყო ძალიან კეთილი. ალექსანდრა მაშინ მოკლეს, როდესაც თავის მოვალეობას ასრულებდა, ეს ყველაფერი კი შვედი პოლიტიკოსების ბრალია", - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.

შვედეთის მიგრაციის სააგენტოს ინფორმაციით, თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრებში საფრთხე და ძალადობრივი ინცინდენტების რაოდენობა გაზრდილია. 2014 წელს ასეთი 148 ინცინდენტი დაფიქსირდა, 2015 წელს კი მათი რაოდენობა 322-მდე გაიზარდა. პოლიციის თქმით, ქვეყანაში იზრდება ძალადობა, რასაც ისინი მიგრანტების კრიზის უკავშირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ძალიან ბევრი შვედი ქალი, მიგრანტი მამაკაცების შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.

წყარო


ანა
27 იანვარი 2016 16:15
ტროას ცხენი
თენგო
27 იანვარი 2016 14:21
პირველი და მთავარი შეცდომაა ევროპაში მათი შეშვება. ეგ იგივეა, ტილი რომ შეუსიო. მეორე შეცდომაა მადლიერების მოლოდინი. ის ხალხი ყველაფერში ქრისტიანულ სამყაროს ადანაშაულებს და მათი გაგებით მტრების შუაგულში მოხვედრა ალაჰის ნებაა და ყოველგვარი კანონდარრვევა, მკვლელობის ცათვლით, დასაშვებია. ანუ ევროპელების გაგებით "სიკეთე", მათი გაგებით ბოროტება და ჩაგვრაა. მესამე შეცდომა კონტროლოს უქონლობაა. აუცილებელია ე.წ. "ლტოლვილები" ერთ ტერიტორიაზე, იზოლაციასი მოაქციონ და გასვლა აუკრძალონ განსაკუთრებული ნებართვის გარეშე. დააყენონ ვიდეოკამერები და ფეხზე გაუკეთონ ელექტროსამაჯურები, როგორც სასჯელის თავისუფალ რეჟიმში მოხდის დროს. მეოთხე შეცდომა მათი კვებით უზრუნველყოფაა. ისინი უნდა აიძულონ იმუშაონ და თავად გამოიკვებონ თავი. რა თქმა უნდა, ეს ძირითადად შავი სამუშაოა, მაგრამ როდესაც სხვის ქვეყანაში შეფარებულები არიან, თავი თვითონ ირჩინონ. და ბოლოს, არცერთი ლტოლვილი არ უნდა დარჩეს ევროპაში და მათ სამშობლოში სიტუაციის დასტაბილურების პირველივე შემთხვევაში ძალით მოახდინონ მათი დეპორტი. მოკლედ, პრობლემა არსებობს, მაგრამ მონდომების შემთხვევაში არც ისე რთული მოსაგვარებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მიირებენ კატასტროფულ შედეგებს და უკვე რეალურად მოხდება არამარტო რელიგიური, არამედ რასობრივი დაპირისპირება. კომფორტსა და ფუფუნებაში გაზრდილ ევროპელებს მშიერი და რთულ პირობებში გაზრდილი მუსულმანები გაანადგურებენ. ამის ბრწყინვალე მაგალითია რომის იმპერია, რომელიც ბარბაროსებმა დაანგრიეს, აგრეთვე ბიზანტია.
სხვა სიახლეები
აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსეთის სახელმწიფო დუმა უკვე გამოეხმაურა და მას მტრული ნაბიჯი უწოდა.
დაწვრილებით...
უკრაინის გენერალური პროკურორის ბრძანებით, გენერალური პროკურატურის გამომძიებლები უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში  ჩხრეკას ატარებენ, რომელიც უკავშირდება საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამდებობის პირთა მიერ უკანონო ფინანსურ ოპერაციებს 2012-13 წლებში.
დაწვრილებით...
სავჩენკოს გადაცემის სანაცვლოდ, უკრაინული მხარე მოსკოვს რუს სამხედროებს, ევგენი ეროფეევსა და ალექსანდრ ალექსანდროვს გადასცემს
დაწვრილებით...
რაც ნებისმიერ ქვეყანაში ქალისთვის ჩვეულებრივი საქმიანობაა, არაბი მუსულმანი ქალისთვის სანატრელია:
დაწვრილებით...
ამერიკული კომპანია Stratfor-ის ცნობით, სირიაში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც დასახლება ტიასთან მდებარეობს, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა შეტევის შედეგად თითქმის განადგურდა.
დაწვრილებით...
"ეს არის კოლოსალური რისკი ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებისთვის"
დაწვრილებით...
ეგვიპტური "აერობუსის" ტერორისტული აქტის შედეგად ჩამოვარდნის ვერსია არ გამოირიცხება
დაწვრილებით...
სამარ ეზელდინმა კატასტროფამდე ორი წლით ადრე "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო ჩაძირული თვითმფრინავის ფონზე.
დაწვრილებით...
ეგვიპტური ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავი Airbus A320, რომელიც ასრულებდა რეისს პარიზი - ქაირო, 19 მაისს რადარებიდან ქაიროს დროით დაახლოებით 02:45 წუთზე გაქრა.
დაწვრილებით...
ფრაგმენტები ნაპოვნია 80 კილომეტრში იმ ტერიტორიიდან, სადაც ლაინერი რადარებიდან გაქრა.
დაწვრილებით...
ქირავდება დღიურად ახალი გარემონტებული ბინა.
იყიდება 2 სართულიანი კერძო სახლი
2 ოთახიანი ბინა 60 კვ.მ.
სასწრაფოდ! იყიდება გოთუას ქუჩაზე 84,
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები