15 წლის მიგრანტმა 22 წლის გოგონა სასიკვდილოდ დაჭრა - შვედი საზოგადოება შოკირებულია - კვირის პალიტრა

15 წლის მიგრანტმა 22 წლის გოგონა სასიკვდილოდ დაჭრა - შვედი საზოგადოება შოკირებულია

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიგრანტი მამაკაცები თავს ესხმიან ადგილობრივ შვედ ქალებს

შვედეთში, გოტებორგში, "მიგრანტთა საბავშვო ცენტრში" 15 წლის მიგრანტმა ბიჭმა სასიკვდილოდ დაჭრა ცენტრის თანამშრომელი, 22 წლის ალექსანდრა მეზერი. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მრავლობითი ჭრილობების გამო გოგონა გარდაიცვალა.

დაჭრის მოტივი უცნობია, 15 წლის მიგრანტმა გოგონას ჭრილობები დანით მიაყენა. აღნიშნულ ცენტრში 14-დან 17 წლამდე ასაკის მიგრანტი ბავშვები ცხოვრობენ, ისინი ვინც მშობლების გარეშე ჩამოვიდნენ შვედეთში და ახლობელი არ ჰყავთ.

შემთხვევის ადგილზე, პოლიციის მისვლამდე მკვლელობაში ეჭვმიტანილი 15 წლის ბიჭი ცენტრის თანმაშრომლებმა დაიჭირეს. პოლიციამ უკვე ამოიღო მკვლელობის იარაღი - დანა.

"მიგრანტთა საბავშვო ცენტრში" მივიდა შვედეთის პრემიერ-მინისტრი სტეფან ლეფვენიც, რომელმაც მომხდარი სასტიკ დანაშაულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ბევრ შვედს ეშინია მსგავსი შემთხვევის გამეორების, კერძოდ ახალგაზრდა მიგრანტების მხრიდან თავდასხმების.

შვედეთის პოლიციის წარმომადგენლის, თომას ფუქსბორგის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიგრანტი მამაკაცები თავს ესხმიან ადგილობრივ შვედ ქალებს, და როგორს ის ამბობს, მას შემდეგ, რაც შვედეთში მიგრანტები შეუშვეს, მსგავს ინცინდენტებზე პოლიციაში ზარები ხშირად შედის.

22 წლის ალექსანდრა მეზერი ცენტრში რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. "ის იყო ძალიან კეთილი. ალექსანდრა მაშინ მოკლეს, როდესაც თავის მოვალეობას ასრულებდა, ეს ყველაფერი კი შვედი პოლიტიკოსების ბრალია", - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.

შვედეთის მიგრაციის სააგენტოს ინფორმაციით, თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრებში საფრთხე და ძალადობრივი ინცინდენტების რაოდენობა გაზრდილია. 2014 წელს ასეთი 148 ინცინდენტი დაფიქსირდა, 2015 წელს კი მათი რაოდენობა 322-მდე გაიზარდა. პოლიციის თქმით, ქვეყანაში იზრდება ძალადობა, რასაც ისინი მიგრანტების კრიზის უკავშირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ძალიან ბევრი შვედი ქალი, მიგრანტი მამაკაცების შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.

წყარო