პუტინა ოჩერეტნაია გახდა - ვისზე "გაათხოვა" პუტინმა ექსმეუღლე?! - კვირის პალიტრა

პუტინა ოჩერეტნაია გახდა - ვისზე "გაათხოვა" პუტინმა ექსმეუღლე?!

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყოფილი მეუღლე ლუდმილა პუტინა მეორედ გათხოვდა. ამ სენსაციურ დასკვნამდე გამოცემა „Собседник“-ი მივიდა.

გამოცემამ თავისი ინიციატივით პატარა გამოძებაც კი მოაწყო, თუ რა ბედი ეწია ყოფილ პირველ ლედის. ალექსეი ნავალნიმ საზოგადოებას მიაწოდა პუტინის სახლის ამონაწერი, რომელიც წყვილმა სახლი სანკტ-პეტერბურგში 1995 წელს მიიღო და ქალბატონი პუტინაც, რა თქმა უნდა, აქ იყო დარეგისტრირებული. ამჟამად ის სახლის მაცხოვრებელთა რიგებში აღარ ირიცხება. ერთი წლის წინ, 58 წლის ლუდმილამ გვარიც შეიცვალა და ის გვარად ოჩერეტნაია ოფიციალურად გახდა. ამის დამადასტურბლად გამოცემას რუსეთის ფედერალური სამიგრაციო სამსახურის 2015 წლის 2 თებერვლის დოკუმენტი მოჰყავს. ყოფილი პირველი ლედის ირგლივ, მსგავსი გვარის მამაკაცის აღმოჩენა სირთულეს არ წარმოადგენდა, ის გახლავთ 37 წლის არტურ ოჩერეტნი, რომელიც ინტერპერსონალური ურთიერთობების განვითრების ცენტრის უფროსია.

არტურ ოჩერეტნი

საინტერესოა ლუდმილა პუტინას მოგონება ო. ბლოცკის წიგნიდან: „ვლადიმირ პუტინი: გზა ხელისუფლებისკენ“. ქალბატონი მოგონებებში საუბრობს, თუ რამდენად სტაბილური იყო მათი ურთიერთობა და რა საინტერესო ჩვევები და შემთხვევები ახლდა თან ვლადიმირ პუტინის გვერდით ყოფნას.

„ჩვენს ურთიერთობას მართალია არ ახლდა რომანტიკული აღტაცებანი, მაგრამ, სამაგიეროდ, სტაბილური ნამდვილად იყო. ეგაა - უცნაური კანონზომიერება სდევდა თან: ორი თვე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მერე, არ ვიცი, რა დაგვემართა - ვჩხუბობდით, ერთმანეთს ვსაყვედურობდით…“

„…ასე მგონია, ლენინგრადმა გარკვეული დაღი დაასვა ვლადიმირს. ჩემი ქმარი თავის თავში ჩაკეტილი ადამიანია, ასეთები იყვნენ მისი მშობლებიც.

ერთ წვეულებაზე, ეტყობა, ზედმეტად თავისუფლად ვიქცეოდი: ვცეკვავდი, ვმხიარულობდი, ვიცინოდი. ვლადიმირს ეს არ მოეწონა და ცივად მითხრა, - ჩვენი შემდგომი ურთიერთობა შეუძლებელიაო.“

ვლადიმირი თავის სამუშაოზე არასოდეს მიყვებოდა. თუ ვკითხავდი, დღეს რა აკეთებდი-მეთქი, ხუმრობით მიპასუხებდა, - სადილობამდე ვიჭერდით, ნასადილევს ვუშვებდითო. მეტი არაფერი… სხვათა შორის, თავად არასოდეს უთქვამს, რომ კა-გე-ბეს ოფიცერი იყო. როცა ერთმანეთი გავიცანით, მითხრა, - სისხლის სამართლის სამძებროში ვმუშაობო. წელიწად-ნახევარი ასეც მეგონა… მეგობარი მყავდა, ვლადიმირის მეგობრის ცოლი, სწორედ მისგან გავიგე, რომ ვალოდია კა-გე-ბეში მუშაობდა… ვფიქრობ, მან ეს ვალოდიას დავალებით გააკეთა...

ერთხელ, როცა სახლში ვბრუნდებოდი, ვიღაც ამედევნა. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. შემეშინდა და ნაბიჯს ავუჩქარე. მივიხედე. ახალგაზრდა კაცი მომყვება, გავიქეცი - ისიც გამომედევნა ძახილით, - ქალიშვილო, ნუ გეშინიათ, მხოლოდ თქვენთან საუბარი მინდაო. ისე გულწრფელად ამბობდა, რომ შევჩერდი. მომიახლოვდა, - იქნებ ეს ბედისწერაა, ძალიან მინდა თქვენი გაცნობა. ტელეფონის ნომერი მაინც მომეცით, დაგირეკავთ ხოლმეო. რასაკვირველია, ცივი უარი ვტკიცე და შინისკენ გავემართე. მაშინ არც მიფიქრია, რომ ეს ჩემი გამოცდა იყო. მერე, როცა გავიგე, რომ ვლადიმირი კა-გე-ბეში მუშაობდა, ეს შემთხვევა გამახსენდა. ამის შესახებ ბევრჯერ ჩამოვუგდე კითხვა, მაგრამ პასუხს თავს არიდებდა.“

ნათქვამია, ქალს ნუ შეაქებ, თავს რომ არ გაუვიდესო. ასე რომ, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი მუდამ მწვრთნიდა, ასე ვთქვათ, ცერებზე ვყავდი…  - ამბობს ექსპირველმა ლედი. იმედია მისი მეორე ქორწინება გაცილებით რომანტიკული აღმოჩნდება.

საინტერესოა, როგორ განვითარდება ვლადიმერ პუტინის პირადი ცხოვრება, რადგან 2013 წელს განქორწინების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებზე, პრეზიდენტი ხუმრობით პასუხობდა, რომ ჯერ ყოფილი მეუღლე უნდა გავათხოვოო. აშკარაა, მან დაპირება შეასრულა...

იხილეთ ბლოგი: ვლადიმირი მთელი ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე მცდიდა - ლუდმილა პუტინა პირად ცხოვრებაზე

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთის)