"ისლამური სახელმწიფოს" შემდეგი სამიზნე შესაძლოა რუსეთი გახდეს?! - კვირის პალიტრა

"ისლამური სახელმწიფოს" შემდეგი სამიზნე შესაძლოა რუსეთი გახდეს?!

რუსული მედიის ცნობით, "ისლამური სახელმწიფოს" კავკასიის ბატალიონი რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ტერორისტულ აქტებს გეგმავს.

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თავმჯდომარის მრჩევლის, ანდრე პრჟეზდომსკის განაცხადებით, ტერაქტებს ტერორისტული ორგანიზაციის კავკასიის ბატალიონი გეგმავს, რომელსაც ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობს.

იხილეთ ასევე: "რუსეთს სირიაში გროზნოს მოვუწყობთ!" - ექსკლუზიური ინტერვიუ აბდურაჰმან ალ შიშანთან

"რუსულმა სპეცსამსახურებმა იციან, რომ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მებრძოლი დაჯგუფება რუსეთსა და ევროპაში ტერაქტებს გეგმავს. ჩვენ ვსაუბრობთ ბატალიონზე, რომელიც ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიელებით არის დაკომპლექტებული, მას ახმედ ჩატაევი ხელმძღვანელობს".

ახმედ ჩატაევი 2011 წელს ბულგარეთში იყო დაკავებული, თუმცა, სასამართლომ მისი რუსეთში ექსტრადირებაზე უარი თქვა. რუსეთში ის ტერორისტებთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი. მას ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს.

"ინტერპრესნიუსი"