განსაკუთრებით საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის - ზიკას ვირუსით შესაძლოა 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს
განსაკუთრებით საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის - ზიკას ვირუსით შესაძლოა 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს
30-01-2016
ბოლო წლებში, მსოფლიოში ასეთი საგანგაშო მდგომარება დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსის გავრცელების გამო შეიქმნა, როდესაც 11 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

მსოფლიოს ახალი ვირუსი უტევს. ვირუსმა, რომელიც მწერის ნაკბენით ვრცელდება უკვე მოიცვა სამხრეთ, ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ზიკას ვირუსის გავრცელების ტემპს საგანგაშოს უწოდებს. მათი განცხადებით, ზიკას ვირუსით შესაძლოა 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე შეძლებენ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მკურნალობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მარგარეტ ჩანის თქმით, ზიკას ვირუსი დაბალი რისკის მქონე დაავადებიდან წარმოიშვა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. მანვე, ამ დაავადებასთან საბრძოლველად ექიმების სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომლის წევრებიც უახლოეს დღეებში გადაწყვეტენ ვირუსი აღქმული იყოს თუ არა როგორც გლობალური ეპიდემია.

ბოლო წლებში, მსოფლიოში ასეთი საგანგაშო მდგომარება დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსის გავრცელების გამო შეიქმნა, როდესაც 11 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ზიკას ვირუსი პირველად ურუგვაიში, 1947 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მას შემდეგ ასე სწრაფად არსად გავრცელებულა. ბრაზილიაში პირველად ეს ვირუსი 2015 წლის მაისში დაფიქსირდა.

ვირუსი სიმპტომების გარეშე
უმეტეს შემთხვევაში ვირუსს სიმპტომები არ აქვს და ამიტომაც მისი აღმოჩენა რთულია. თუმცა, ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ცხელება, გამონაყარი,  საერთო ტკივილი და ჩაწითლებული თვალები. როგოც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ამბობენ, ბრაზილიაში ამ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 500 ათასიდან მილიონ ნახევარ ადამიანამდეა.

ვირუსის გამავრცელებელი მწერებია. მედიკოსთა ერთი ნაწილის მტკიცებით, ის განსაკუთრებით საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის, ვინაიდან ნაყოფის დაზიანებას და  მიკროცეფალიას იწვევს, თუმცა ექიმების მეორე ნაწილი ზიკას ვირუსსა და მიკროცეფალიას შორის კავშირს უარყოფს.

მიკროცეფალია ეს არის პათოლოგიურად პატარა ზომის თავის ქალა, რომლის გარშემოწერილობა ნორმაზე 2-3-ჯერ ნაკლებია. მიკროცეფალიის დროს თავის ტვინიც მცირე ზომისაა - სულ 500-600 გრამს იწონის. მიკროცეფალია შეიძლება გამოვლინდეს როგორც დაბადებისთანავე, ისე მოგვიანებით,
თუმცა სიცოცხლის პირველსავე წელს.

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა
აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლის, ენტონ ფოსის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ორი პოტენციური ვაქცინის შექმნაზე. ამაზე კლინიკური კვლევები შესაძლოა 2016 წლის ბოლოს დაიწყოს. მისი ინფორმაციით, მიდის მოლაპარაკებები ფარმაცევტულ კომპანიებთან, თუმცა სავარაუდოდ აღნიშნული ვაქცინა საჯაროდ ხელმისაწვდომი უახლოეს პერიოდში არ იქნება.

ამასთანავე, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის, ენ შუჩეტის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ზიკას ვირუსის უკვე 31 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა ეს შემთხვევა დაკავშირებულია ეპიდემიური რეგიონიდან ადამიანების შემოსვლასთან.

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა

წყარო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
ფლირტი ოკეანეს გაღმა გრძელდება - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ არ გამორიცხა, რომ კრემლის ლიდერი საპრეზიდენტო კამპანიაში დონალდ ტრამპს ეხმარება.
დაწვრილებით...
"პოლიციის თანამშრომლებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის ორმხრივი სროლაც მოხდა"
დაწვრილებით...
მძევალი, რომელიც საფრანგეთის ქალაქ სენ-ეტიენ დუ რუვრეში მდებარე ეკლესიაზე თავდასხმის დროს დაიღუპა, სასულიერო პირი იყო.
დაწვრილებით...
იაპონიაში, ტოკიოს მახლობლად, კანავარას პრეფექტურის ქალაქ საგამიჰარაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრზე თავდასხმას სულ ცოტა 19 ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაზიანდა.
დაწვრილებით...
"მკვლელობის კვალი რუსული სპეც­სამსახურებისკენ მიდის..."

"დადგენილია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში 20 ივლისის ღამეს ქალმა დაამონტაჟა"
დაწვრილებით...
PRIME
ბრეივიკის აჩრდილი მიუნხენში
დაწვრილებით...
PRIME
17 ივლისს ერებუნში (რაიონი ერევანში)  დიდი სიჩქარით მიმავალმა სატვირთო მანქანამ საპატრულო პოლიციის ჭიშკარი შეამტვრია და 30მდე შეიარაღებულმა პირმა შენობა დაიკავა. პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევა ამაოდ სცადა... დაიღუპა განყოფილების უფროსი, დანარჩენები კი მძევლად აიყვანეს, მათ შორის სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელისა და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილეები.
დაწვრილებით...
"ზუსტად ვიცოდი რასაც ვაკეთებდი. კაბინის კარს ვერ ვაღებდი, მინდოდა, ფანჯრიდან გადმომეთრია “
დაწვრილებით...
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლი თავდაპირველად სწრაფი კვების ობიექტში მყოფ ადამიანებს გაუხსნა, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრ Olympia-სკენ დაიძრა.
დაწვრილებით...
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
იყიდება ახალი აშენებული, 200კვმ. ფართის,
იყიდება კეთილმოწყობილი, კაპიტალური ორ სართულიანი
იყიდება ბინა, ერთიანი გადახდით! ვარკეთილის
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები