თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების ავიაბაზებზე განგაში გამოცხადდა - რუსეთს ისევ საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების ავიაბაზებზე განგაში გამოცხადდა - რუსეთს ისევ საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების ავიაბაზებზე განგაშის მომატებული - "ნარინჯისფერი" დონე გამოცხადდა.

ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო "ანადოლუ" იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, ავიაბაზებზე განგაშის მომატებული დონე ითვალისწინებს "ყველაფრისადმი სრულ მზადყოფნას" და პილოტების დაუყოვნებლივ რეაგირებას მეთაურებთან შეთანხმების გარეშე. ეს კი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხდევით, რუსეთის მოიერიშე ბომბდამშენმა "სუ-34"-მა თურქეთის საჰარეო სივრცე კიდევ გადაკვეთა.

ვიდრე რუსული თვითმფრინავი საზღვარს დაარღვევდა, მფრინავი რუსულ და ინგლისურ ენებზე არაერთხელ გააფრთხილეს. თურქეთის საგარეო უწყების განცხადებით, ამგვარი მოქმედებები შესაძლოა, სერიოზულ შედეგებამდე მივიდეს, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ფედერაციას დაეკისრება. ანკარაში კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოსკოვს, არ დაარღვიოს თურქეთის საჰარეო სივრცე, რომელიც ნატოს საჰაერო სივრცეა. ინციდენტთან დაკავშირებით, რუსეთის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და რუს დიპლომატს პროტესტი გადასცეს.

"ინტერპრესნიუსი"