აინშტაინის ნაწინასწარმეტყველები გრავიტაციული ტალღები არსებობს - ამერიკელი მეცნიერების სენსაციური განცხადება - კვირის პალიტრა

აინშტაინის ნაწინასწარმეტყველები გრავიტაციული ტალღები არსებობს - ამერიკელი მეცნიერების სენსაციური განცხადება

მეცნიერთა ჯგუფმა აშშ-დან სენსაციური განცხადება გააკეთა. პირველად, ლაბორატორიულ პირობებში დადასტურდა, რომ 100 წლის წინ ნაწინასწარმეტყეველები გრავიტაციული ტალღები არსებობს.

გრავიტაციულ ტალღებს აქტიურად ეძებდნენ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან. 1992 წელს აშშ-ში დაიწყო პროექტი სახელწოდებით LIGO (Laser Interferometer Gravitational Wave Observatory), რომლის ღირებულება, დღევანდელი მონაცემებით, ერთ მილიარდ აშშ დოლარს უდრის.

პროექტის ფარგლებში, ლუიზიანას შტატსა და ვაშინგტონში ორი უზარმაზარი დეტექტორ-ობსერვატორია აშენდა, რომელიც კოსმოსიდან მიღებულ სიგნალებს აანალიზებდა. პროექტში ჩართული იყო ათასამდე მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გრავიტაციული ტალღების აღმოსაჩენად, მეცნიერები გიგანტურ გრავიტაციულ ტელესკოპებს იყენებდნენ. 2015 წლის 14 სექტემბერს მოხდა მოვლენა, რომელიც უკვე შეფასდა XXI საუკუნის სენსაციურ აღმოჩენად - გრავიტაციული ტალღები ჯერ ერთმა ობსერვატორიამ დააფიქსირა, 7 მილიწამში კი - მეორემ.

რა მოხდა 1,2 მილიარდი წლის წინ?

LIGO - ს ტელესკოპებით, კოსმოსიდან მიღებული სიგნალის მიხედვით დადასტურდა,რომ დაახლოებით 1,2 მილიარდი წლის წინ, შორეულ გალაქტიკაში ორი უზარმაზარი შავი ხვრელი ერთმანეთის გარშემო ბრუნავდა.

პირველი ხვრელის მასა 36 მზის მასას უდრიდა, მეორე ხვრელის კი - 29-ის. მილიონობით წლის შემდეგ შავი ხვრელები ერთმანეთს შეეჯახნენ და ერთ დიდ შავ ხვრელად იქცნენ.

შეჯახების დროს ყველა მიმართულებით, გრავიტაციულმა ტალღებმა სინათლის სიჩქარით დაიწყეს გავრცელება, დედამიწამდე კი სიგნალმა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ, თანავარსკვლავედ მაგელანის ღრუბლის მხრიდან მოაღწია.

ალბერტ აინშტაინი მართალი იყო

აღმოჩენამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

გაგრძელება