ზიკას ვირუსით შესაძლოა კიდევ 4 000 ჩვილი იყოს დაავადებული - კვირის პალიტრა

ზიკას ვირუსით შესაძლოა კიდევ 4 000 ჩვილი იყოს დაავადებული

ყველაზე დიდ საფრთხეს ზიკა ფეხმძიმე ქალებისთვის წარმოადგენს, რადგან ვირუსი პათოლოგიებს, კერძოდ ახალშობილთა მიკროცეფალიას იწვევს

ბრაზილიაში ზიკას ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, 200 000 ჯარისკაცს ვირუსით გამოწვეული საფრთხეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება დაევალა.

პრეზიდენტ დილმა რუსეფის თქმით, ამ ეტაპზე ეს არის ერთადერთი გამოსავალი ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, რადგან ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.

იხილეთ ასევე: ემუქრება თუ არა საქართველოს ღორის გრიპზე უფრო საშიში ვირუსები

ზიკას ვირუსით ბრაზილიაში უკვე სამი ადამიანი გარდაიცვალა.

ყველაზე დიდ საფრთხეს ზიკა ფეხმძიმე ქალებისთვის წარმოადგენს, რადგან ვირუსი პათოლოგიებს, კერძოდ ახალშობილთა მიკროცეფალიას იწვევს.

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უკვე დაფიქსირდა ჩვილთა მიკროცეფალიის 462 შემთხვევა, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ კიდევ 4 000 ჩვილი შესაძლოა ზიკას ვირუსით იყოს დაავადებული.

იხილეთ ასევე: განსაკუთრებით საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის - ზიკას ვირუსით შესაძლოა 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს

"ინტერპრესნიუსი"