უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნები საუდის არაბეთში - სამყარო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე
უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნები საუდის არაბეთში -  სამყარო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე
16-02-2016
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარი თემა, როგორც მოსალოდნელი იყო, სირია და იქ არსებული ურთულესი ვითარება იყო, ისევე, როგორც ამ ქვეყნიდან ევროპისკენ დაძრული მიგრანტთა ულევი კოლონები, რაც ბებერ კონტინენტს უდიდეს თავსატეხად ექცა.

სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას კი მიაღწიეს, მაგრამ ის მალევე დაირღვა. დაზუსტებით იმის თქმა, ვინ დაარღვია რთულია, რადგან მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. მოგეხსენებათ, მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღიათ სირიის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. 

ამერიკის სახელმწიფო მდივანის ჯონ კერის განცახდებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერჯერობით მხოლოდ ფურცელზე არსებობს და სავარაუდოდ, ფურცელზევე დარჩება.

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს, რომელიც გაერო - ს ანგარიშის მიხედვით ბოლო ორი ათწლეულის ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია, ართულებს როგორც კონფლიქტის სექტარიანული ხასიათი, ასევე საერთაშორისო ინტერვენციები და რეგიონული ძალების ჩართულობა. ქვეყნის შიგნით ერთმანეთს ებრძვის ორი ძირითადი რელიგიური მიმდინარეობა - სუნიტი უმრავლესობა და ალავიტური მთავრობა (ალავიტები სირიის მთელი მოსახლეობის მხოლოდ 12%-ს შეადგენენ, ხოლო სუნიტები 75%-ს). გარდა ამისა, სხვა ეთნო-რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები იძულებულნი არიან ერთ-ერთს დაუჭირონ მხარი, რათა ამ რელიგიურ ბრძოლაში, სულ მცირე, ფიზიკურად გადარჩნენ. აშშ და მისი მოკავშირეები თურქეთის, საუდის არაბეთის და სპარსეთის ყურის სუნიტური სახელმწიფოების ჩათვლით ამბოხებულებს უჭერენ მხარს, ხოლო რუსეთი, შიიტური ირანი, ტერორისტული ორგანიზაცია "ჰეზბოლა" და ლიბანი ასადის რეჟიმს ეხმარებიან.

ბაშარ ალ-ასადის ბოლო განცხადებების მიხედვით, მთავრობის მიზანი სირიის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებაა, თუნდაც ამას წლები დასჭირდეს
.

მეორეს მხრივ, თურქეთი, საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის სუნიტური სახელმწიფოები მზადყოფნას გამოთქვამენ სახმელეთო სამხედრო ჯარების სირიაში შესაყვანად "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, რისი წინააღმდეგიც არ არის აშშ. ამას მწვავე რეაქცია მოჰყვა მოსკოვის მხრიდან. მოსკოვი აფრთხილებს ყველას, რომ საგარეო სახმელეთო ინტერვენციის შემთხვევაში კონფლიქტი კიდევ ერთ "მსოფლიო ომში" შეიძლება გადაიზარდოს. პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, ნებისმიერი დამატებითი სამხედრო ინტერვენცია სირიის სამოქალაქო ომს დაუსრულებელ მსოფლიო მასშტაბის კონფლიქტად აქცევს.

"ამერიკელები და ჩვენი არაბი პარტნიორები კარგად უნდა დაფიქრდნენ: სურთ მათ დაუსრულებელი ომი, თუ ფიქრობენ რომ სწრაფად მოიპოვებენ გამარჯვებას? ეს შეუძლებელია, განსაკუთრებით კი არაბულ სამყაროში, სადაც ყველა იბრძვის ყველას წინააღმდეგ" - აცხადებს მედვედევი ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში.

euronews.ge-ის ინფორმაციით, უახლეოსი 18 დღის განმავლობაში საუდის არაბეთის ჩრდილოეთის ტერიტორიაზე 25 ქვეყნიდან 350 000 ჯარისკაცის, 20 000 ტანკის, 2 450 სამხედრო თვითმფრინავისა და 460 ვერტმფრენის მასიური კონცენტრაცია იგეგმება.

ე.წ სამხედრო "წვრთნაში" მონაწილეობას ათასობით ჯარისკაცი მიიღებს. საუდის არაბეთის მედიის ცნობით, ჰაფერ ალ-ბატინში (საუდის არაბეთის ჩრდილოეთი) დაგეგმილ სამხედრო მანევრებში სპარსეთის ყურის არაბი ქვეყნებიდან 350 000 ჯარისკაცის მობილიზება იგეგმება. გარდა ცოცხალი სამხედრო ძალისა აღნიშნულ "წვრთნაში", რომელსაც "ჩრდილოეთის ჭექა-ქუხილი" ჰქვია, მონაწილობას 2 540 სამხედრო თვითმფრინავი, 20 000 ერთეული ტანკი და 460 ვერტმფრენი მიიღებს

ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი სირიაში შესვლისთვის დაიგეგმა და სწორედ 18 დღეა დარჩენილი მესამე მსოფლიო ომის
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაწყებამდე.

"ნებისმიერი აგრესორი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრება, შინ ხის კუბოში დაბრუნდება", - აცხადებს სირია.

რუსეთის განცხადებით ნებისმიერ ქვეყანა, რომელიც სირიის თანხმობის გარეშე თავის სამხედრო ძალას გზავნის, ომის გამომცხადებლად ჩაითვლება.

სამხედრო წვრთნაში მონაწილე 25 ქვეყნის შორის არიან: ეგვიპტე, სუდანი, პაკისტანი და სპარსეთის ყურის სხვა არაბული ქვეყნები.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ ალ- მოლემმა შაბათს განაცხადა, რომ ვერავინ შეძლებს დაუსჯელად დაესხას თავს სირიას.
"ნურავის ჰგონია, რომ შეძლებს დაუსჯელად თავს დაესხას სირიას და დაარღვიოს მისი სუვერენიტეტი. გარწმუნებთ, ნებისმიერი აგრესორი შინ ხის კუბოთი გაემგზავრება" (წყარო)

ორ წლიანმა საჰაერო დარტყმებმა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ აშშ-სა და შემდგომ რუსეთის მიერ, ნათელი გახადა, რომ მხოლოდ საჰაერო დარტყმებით სახმელეთო ოპერაციების გარეშე ტერორისტების დამარცხება შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და დასავლეთს საერთო მტერი ჰყავს ISiS-ის სახით, ისინი ვერ თანხმდებიან ერთიან სამოქმედო გეგმაზე. რუსეთის ფედერაციის ოფიციალური განცხადებების მიხედვით, სირიაში ინტერვენციის მიზანი ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის მიღწევა და ტერორისტების განადგურებაა, რადგან ეს რუსეთის ინტერესებს უქმნის საფრთხეს.

2011 წელს, კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული რუსეთი სირიის მთავრობას აქტიურად ეხმარებოდა, მათ შორის დიპლომატიური, ფინანსური, ტექნიკური და სამხედრო თვალსაზრისით. 2015 წლის სექტემბერში რუსეთის საგარეო ინტერვენცია პოსტსაბჭოთა სივრცეს პირველად სირიაში გასცდა, 1979 წლის შემდეგ.

ამის მიზეზი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ძვრებია. რა რეალური ინტერესები დგას რუსეთის "ანტიტერორისტული" ოპერაციის მიღმა და რატომ გადაწყვიტა რუსეთმა საკუთარი ინტერესების სამხედრო ძალით დაცვა სირიაში? რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ასადის რეჟიმის ხელისუფლებაში დარჩენა რუსეთისთვის?

ამ კითხვებზე რამდენიმე პასუხი არსებობს. პირველი, რუსეთს სურს შეინარჩუნოს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გავლენის სფერო სირიის სახით, ჰქონდეს სამხედრო ბაზა ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პუნქტში.
მეორე, რუსეთს სურს კვლავ გახდეს მთავარი რეგიონული მოთამაშე ახლო აღმოსავლეთში, სადაც ბოლო დრომდე ამერიკა ლიდერობდა. რუსეთის განახლებული სამხედრო ძლიერების დემონსტრირება სირიაში სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

იხილეთ ფოტოგალერეა: ცხელი წერტილები მსოფლიოში

ნატო მუჯირიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

მასწავლე*
20 თებერვალი 2016 04:47
რუსეთს არა მარტო სირიიდან არამედ უკრაინიდან,მოლდოვეთიდან საქართველოდან მოუწევს საკუთარი შეიარაღებული კონტინგენტის გამოყვანა ის მარტოა მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ,მათ ამ ომში(თუ-კიდაიწყება) მოკავშირე არ ეყოლებათ არც ირანი,რომელსაც სანქციები მოუხსნეს და არც ჩინეთი,რომელსაც რუსეთის მიწებზე კარგახანია თვალი უჭირავს*
მანჩო
19 თებერვალი 2016 21:37
რა არ აძღებთ ვაი პოლიტიკოსებს, რატომ არ დაანებებენ თავს ამდენი სიბოროტის კეთებას! ხალხოოო!!!
სხვა სიახლეები
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო შეფასების თანახმად, რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, რათა დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდა
დაწვრილებით...
მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" ახალი ფუნქცია - პირდაპირი ეთერი, იგივე "ლაივი" უფროდაუფრო პოპულარული ხდება.
დაწვრილებით...
ერთმანეთს ავტობუსი, ორი მსუბუქი მანქანა და ერთი სატვირთო ავტომობილი დაეჯახნენ. ავტობუსში აკრობატიკის ბავშვთა გუნდის წევრები იმყოფებოდნენ
დაწვრილებით...
რამდენიმე კვირის შემდეგ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა თანამდედობას ოფიციალურად დაემშვიდობება და თეთრი სახლის "გასაღებს" დონალდ ტრამპს გადასცემს.
დაწვრილებით...
29 ნოემბერს, ბრაზილიური ავიაკომპანიის BAE Avro-ს სამგზავრო თვითმფრინავი, კოლუმბიის ქალაქ მედელინის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.
დაწვრილებით...
კივეში მიტინგს სააკაშვილმა სახელიც მოუძებნა: "ამჟამინდელი რადას უკანსაკნელი ზამთარი"!
დაწვრილებით...
"სენაკში მყოფმა კასტრომ, დამშვიდობებისას, ხელი მაღლა ასწია და შესძახა "ვივატ, კუბა"! ამის გამგონე ერთმა მეგრელმა სევდიანად ჩაილაპარაკა, "ვავა, ცხაკაია"
დაწვრილებით...
ვინ დაიკავებს უმაღლეს თანამდებობებს თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციაში?
დაწვრილებით...
"ნუთუ არ არსებობენ პატიოსანი პროფესიონალი უკრაინელები მსგავსი თანამდებობისთვის?"
დაწვრილებით...
"უკრაინსკაია პრავდას" წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ შეუძლიათ, ამიტომაც, როგორც ვარიანტი, განიხილება მისი საქართველოში ექსტრადირება
დაწვრილებით...
იყიდება მცხეთაში, ჯავახიშვილის ქუჩაზე სახლი
ქირავდება 1,5 ოთახიანი ბინა დღიურად,
აღმაშენებლის ხეივანზე დიღომი 8-ში 2000კვმ
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები