ტერორისტები ტყვეების ორგანოებს იყენებენ - როგორ დაუსხლტა 16 წლის გოგონა ისლამისტებს?!
ტერორისტები ტყვეების ორგანოებს იყენებენ - როგორ დაუსხლტა 16 წლის გოგონა ისლამისტებს?!
26-02-2016
„მან მითხრა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი უნდა გამხდარიყო, რაზეც  უპრობლემოდ დავთანხმდი, რადგან არც ისლამზე და არც ამ ორგანიზაციაზე წარმოდგენა არ მქონდა".

16 წლის შვედმა გოგონამ, რომელმაც თავი წვალებით დააღწია "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს, ქურთული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ერაყის ტერიტორიაზე, ისლამისტთა შორის გატარებული უმძიმესი პერიოდის შესახებ მოყვა.

გოგონამ აღიარა, რომ გასული წლის მაისში, ის მეგობარმა ბიჭმა სირიაში მოტყუებით ჩაიყვანა. ტერორისტების ტყვეობაში მყოფი გოგონა ერთი კვირის წინ ქურთების სამხედრო ძალების დახმარებით ქალაქ მოსულიდან გამოიხსნეს.

აღსანიშნავია, რომ თავისი არსებობის პერიოდში „ისლამურმა სახელმწიფომ“ უამრავი ევროპელი გადაიბირა, მათ შორის კი როგორც ცნობილია 300-ზე მეტი შვედეთის მოქალაქეა.

სკოლის მიტოვება

ინტერვიუში თინეიჯერი ტყვე საუბრობს, რომ მეგობარი ბიჭი 2014 წელს გაიცნო, მასთან ერთობლივი ცხოვრება დაიწყო და სკოლას თავი დაანება.  2015 წელს კი სირიაში წაჰყვა.

„თავიდან ყველაფერი კარგად გვქონდა, შემდეგ მან „ისლამური სახელმწიფოს“ ვიდეომიმართვების ყურება და ისლამზე ლაპარაკი დაიწო“ - განაცხადა გოგონამ.

"მან მითხრა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი უნდა გამხდარიყო, რაზეც  უპრობლემოდ დავთანხმდი, რადგან არც ისლამზე და არც ამ ორგანიზაციაზე წარმოდგენა არ მქონდა"

15 წლის ორსული გოგონა და „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანების სურვილით შეპყრობილი ბიჭი გასცდნენ შვედეთის საზღვრებს, ევროპიდან მატარებლით ჩავიდნენ თურქეთში და აქედან გადაკვეთეს სირიის საზღვარი.

„საშინლად მძიმე ცხოვრება“


ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ახალგაზრდები სხვებთან ერთად წაიყვანეს ქალაქ მოსულში, რომელსაც ისინი უკვე ერთი წელია აკონტროლებენ.

მათ გამოუყვეს საცხოვრებელი ადგილი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე.

„შვედეთში ყველაფერი გვქონდა, აქ კი არაფერი“ - ამბობს თავდახსნილი ტყვე.

„საერთოდ არ მქონდა არანაირი საშუალება და არც ფული თავი რომ დამეღწია ამ მდგომარეობიდან - ეს იყო საშინელი და რთული ცხოვრების პერიოდი და როგორც კი ტელეფონი ჩავიგდე ხელში, მაშინვე დედას დავურეკე „სახლში წამიყვანეთ- მეთქი“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევასთან
დაკავშირებით არსებულ უამრავ ფაქტს ერაყის უშიშროების სამსახური არ ახმაურებს, ცნობილი გახდა, რომ ქურთები დაუკავშირდნენ შვედეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რათა გოგონა სამშობლოში დააბრუნონ. ბავშვი, რომელიც გოგონას უნდა გაეჩინა, ზოგიერთი ინფორმატორის თქმით,  ბიჭია, თუმცა უცნობია მისი ბედი.

საინფორმაციო საშუალებები უამრავ ინფორმაციას ავრცელებენ იმის შესახებ, თუ როგორ ჩაჰყავთ და როგორ აწამებენ ტყვეებს ტერორისტები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაშაულია ისიც, რომ ტერორისტებმა ტყვეების ორგანოთა გამოყენება დაიწყეს.

საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თითქოს ტერორისტებს "უფლება აქვთ" გამოიყენონ "ურჯულოთა" ორგანოები, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტმა შეიძლება პატიმრის სიკვდილი გამოიწვიოს.

იხილეთ ასევე: "ისლამური სახელმწიფო" - სიკვდილის მანქანა ისლამის კანონების გარეთ და ხალიფასთვის მიცემული ონლაინფიცი


წყარო

თარგმნა ეკა გადახაბაძემ


ABC
16 მარტი 2016 10:48
დებილი ბავშვები. სწავლა და წიგნის გადაშლა ვისაც ეზარება, ასე მოუვა. 14-15 წლის ასაკში როგორ არ უნდა იცოდე რა არის ისლამი. ან ისლამურ სახელმწიფოზე ყველა წერს, ლაპარაკობს. არაფერი რომ არ აინტერესებთ დედამიწაზე, ამის ბრალია. ჩვენთანაც არიან ასეთი ინერტულები, სამწუხაროდ.
leli
07 მარტი 2016 15:12
დებილებს მოუხდებათ.....
სხვა სიახლეები
თურქეთის მთავრობაში არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო ორგანიზებული
დაწვრილებით...
თავდასხმის ობიექტი ავტობუსი გახდა, რომელშიც პოლიციის აკადემიის კურსანტები იმყოფებოდნენ
დაწვრილებით...
გამოცემა „Hurriyet“ ერთ-ერთი სავარაუდო ტერორისტის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც სტამბოლის აეროპორტის სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.
დაწვრილებით...
სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 140-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. დაღუპულთა რიცხვი კი 50-მდეა გაზრდილი.
დაწვრილებით...
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან მიდის. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებმა საერთო ეროვნული რეფერენდუმით მიიღეს, რომელშიც 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შედეგები კი ასეთია - გასვლის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ხმები ასე გადანაწილდა: 51.9% / 48.1% ს.
დაწვრილებით...
„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, თუმცა ამავე დროს, გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მოხდენის ხერხად“
დაწვრილებით...
ამერიკის უახლეს ისტორიაში მომხდარმა ყველაზე მასობრივმა მკვლელობამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
დაწვრილებით...
აშშ-ის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასობრივი მკვლელობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით განახორციელეს, გეების საზოგადოების მიმართ ზიზღს აღნიშნავდა.
დაწვრილებით...
იყიდება შავი კარკასი საბურთალოს ცენტრში,
სასაწრაფოდ! იყიდება უცხოვრებელი ბინა, საცხოვრებელი
სასწრაფოდ! იყიდება გოთუას ქუჩაზე 84,
ქირავდება დღიურად, კორპუსის იზოლირებული კომფორტული
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები