სისხლიანი ტირანი - პუტინის დანაშაულებათა სია - კვირის პალიტრა

სისხლიანი ტირანი - პუტინის დანაშაულებათა სია

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, პრემიერ დიმიტრი მედვედევთან ერთად სტალინის მემორიალს მიაგებს პატივს.

ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ ფოტო 2016 წლის 5 მარტს არის გადაღებული, თუმცა არ არის გამორიცხული ფოტოშოფის შედეგად მიღებული ფოტოც იყოს, თუმცა, ფაქტია, რომ პუტინის მართვის სტილს ხშირად ადარებენ სტალინისას. დაახლოებით ერთი წლის წინ, რუსეთში აიკრძალა ვიდეორგოლი, რომელშიც პუტინის დანაშაულები იყო ჩამოთვლილი, მათ შორის 2008 წელს საქართველოში შემოჭრაც. გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ გადაგვევლო თვალი დიქტატორად ქცეული პუტინის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის მოყოლებული იმ დროიდან, როდესაც ის სანკტ-პეტერბურგში გუბერნატორ სობჩაკის მარჯვენა ხელი იყო:

1. მაქინაციები პროგრამა - "ნედლეული საკვები პროდუქტების სანაცვლოდ"-თან დაკავშირებით. სანკტ-პეტერბურგისთვის მიყენებულმა ზარალმა 122 მილიონ დოლარს მიაღწია

ტერაქტები

1.ბუინაკსკი - 64 დაღუპული, 146 დაზარალებული

2.მოსკოვი - 106 დაღუპული, 690 დაზარალებული

3.მოსკოვი - 124 დაღუპული, 7 დაჭრილი

4.ვოლგოგრადი - 19 დაღუპული, 89 ჰოსპიტალიზებული

ჩეჩნეთის ომი და ლიტვინენკო

უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელმა ლიტვინენკომ იცოდა, რომ ტერაქტები პუტინის ორგანიზებული იყო, რათა ჩეჩნეთში შეჭრის საბაბი ჰქონოდა. მოგვიანებით, ლიტვინენკო რადიაციული ნივთიერებით მოიწამლა და გარდაიცვალა.

პუტინის მსხვერპლნი

ჟურნალისტები და უფლებადამცველები:

1.ედუარდ მარკევიჩი

2.ნატალია სკრილი

3.ვალერი ივანოვი

4.იური შეკოჩიხინი

5.ალექსეი სიდოროვი

6.პოლ ხლებნიკოვი

7.ევგენი გერასიმენკო

8.ანნა პოლიტკოვსკაია

9.ილიას შურპაევი

10.სტანისლავ მარკელოვი

11.ნასტია ბაბუროვა

12.ნატალია ესტემიროვა

13.ჰაჯიმურად კამალოვი

14.მიხეილ ბეკეტოვი

ბიზნესმენები:

1.სერგეი პონომარიოვი

2.ოლეგ ბეკონენკო

3.პაველ შერბაკოვი

4.იგორ კლიმოვი

5.სერგეი შიტკო

6.ალექსანდრ სლესარევი

7.ანდრეი კოზლოვი

8.ენვერ ზიგანშინი

9.ანატოლი ვორონინი

10.ზელიმხან მაგომედოვი

11.ალექსანდრ სამოილენკო

12.მაგომედ ევლოევი

13.სერგეი მაგნიტსკი

პოლიტიკოსები:

1.ვალენტინ ცვეტკოვი

2.სერგეი იუშენკოვი

3.ვალერი მარიასოვი

4.მიხეილ ევდოკიმოვი

5.ალექსანდრ სემენოვი

6.დმიტრი ფოტიანოვი

7.მაკშარიპ აუშევი

8.მარინა სალიე

ნორდ-ოსტი. 2002 წლის შემოდგომა

შტურმის დროს, შენობაში უცნობი გაზი გაუშვეს, რომელმაც ტერორისტების გარდა, 130 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. არცერთი საჩივარი, რომელიც დაღუპულების ოჯახის წევრებმა რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანეს, არ იქნა განხილული.

ბესლანის ტრაგედია, 2004 წელი

პუტინის ბრძანება შტურმის შესახებ. სკოლის შენობა მძიმე ტექნიკით აიღეს.

334 ტყვედ აყვანილი (მათ შორის 186 ბავშვი) დაიღუპა. ნათესავებმა დღემდე ვერ მიაღწიეს სამართლიანობას.

K-141 კურსკი

სამაშველო ოპერაციები დროში ხელოვნურად იწელებოდა. პუტინი კი შვებულებიდან დაბრუნებას არ ჩქარობდა. შემთხვევას 118 მეზღვაური ემსხვერპლა.

2014 წელი რიცხვებში

სიტყვის თავისუფლება - 177 ადგილი (ეთიოპიასა და სუდანს შორის)

შეკრების თავისუფლება - 122 ადგილი (იორდანიას და ეთიოპიას შორის)

კორუფციის დონე - 127 ადგილი (პაკისტანსა და ბანგლადეშს შორის)

საქართველო 2008 წელი

ჩეჩნეთში ათასობით ადამიანის მკვლელობის მიუხედავად, პუტინი ხელს უწყობს სეპარატიზმის გაღვივებას საქართველოში. სამხრეთ ოსეთში კარგად ორგანიზებული ამბოხების შემდეგ, რუსეთს საქართველოში ჯარები შეჰყავს. რუსული მედია კი დეზინფორმაციას ავრცელებს.

უკრაინა 2014 წელი

27 თებერვალს რუსეთის ფედერაციის სპეცრაზმმა დაიკავა ყირიმის სამთავრობო დაწესებულებები. ოკუპაციის პირობებში, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსახლეობის 96,6%-მა მხარი დაუჭირა ყირიმის რუსეთთან მიერთებას. ცივილიზებულმა სამყარომ რეფერენდუმი უკანონოდ სცნო.

უკრაინის

აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერდება სეპარატიზმი. ამბოხებულებს რუსეთის ფედერაციის ოფიცრები და მოქალაქეები ხელმძღვანელობენ. რუსეთიდან უკრაინაში ყოველდღიურად მიემართება ჯავშანტექნიკა.

იხილეთ ვიდეო