"აქ უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ ქურთებს ჭკუა უნდა ასწავლონ" - რა ხდება სტამბოლში მორიგი ტერაქტის შემდეგ?
"აქ უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ ქურთებს ჭკუა უნდა ასწავლონ" - რა ხდება სტამბოლში მორიგი ტერაქტის შემდეგ?
20-03-2016
"სტამბულში მომხდარი აფეთქების დღეს, სოციალური ქსელები დაბლოკეს, საშინელი კადრები რომ არ გავრცელებულიყო"

"უცხოელები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ აქ ჩამოსვლის ეშინიათ..."

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. გავრცელებული ცნობით, დაშავებულია 50 -მდე, მათგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულებს შორის სამი ისრაელის მოქალაქეა, სხვა დაშავებულებისა და დაღუპულების ვინაობა და ეროვნება ჯერჯერობით უცნობია... აფეთქება, 19 მარტს, დილით ტურისტებით ხალხმრავალ ადგილას, ისტიკლალის ქუჩაზე მოხდა. თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. მომხდარზე ამ დრომდე პასუხისმგებლობა არავის არ აუღია...

ეს თურქეთში ბოლო კვირის განმავლობაში მეორე ტერაქტია, 13 მარტს ანკარაში მომხდარ აფეთქებას 37 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის სხვადასხვა ქალაქში განხორციელებული ტერაქტების სერიამ სიმშვიდე დაურღვია დგილობრივ მოსახლეობას. ისინი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ, რადგან მუდმივი საფრთხის ქვეშ მშვიდი ცხოვრების საშუალება აღარ აქვთ...

იემენ ბოზგუთი, სტამბოლის მცხოვრები:

- რამე უნდა იღონოს ჩვენმა ხელისუფლებამ, სად არიან უშიშროების სამსახურები, რომელთაც სახელმწოფო მილიარდობით თანხას ახარჯავს. რატომ არ ხდება დროული აღკვეთა, გამოძიება, პრევენცია, ასე როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ტერორისტების თარეში რას გვაჩვევს ხელისუფლება? აქ უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ ქურთებს ჭკუა უნდა ასწვალონ, ჩვენ, უბრალო ადამიანებს, არავისთან ომი არ გვინდა, მშვიდობა და თავისუფალი ცხოვრება გვსურს. თუ ამას თურქეთის ხელმძღვანელობა ვერ უზრუნველყოფს, მაშინ უნდა წავიდეს...
ასეთივე სიტუაცია იყო რამდენიმე წლის წინ დიარბაქირში, იქაურობა დანგრეული იყო, მუდმივად ხდებოდა აფეთქებები.


მაშინ ძალიან ბევრი ჯარისკაცი დაიხოცა იქ. შემდეგ რაღაცნიარად დამშვიდდა ვითარება. ან შეიძლება ახლაც ხდება ტერაქტები, მაგრამ არ შუქდება. სტამბულის აფეთქების დღეს, სოციალური ქსელები დაბლოკეს, საშინელი კადრები რომ არ გავრცელებულიყო, მაგრამ მაინც ყველამ ვნახეთ ის დაფლეთილი ადამიანები ქუჩაში რომ ეყარნენ... სამი შვილი მყავს, მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ვაკეთებდით, ძალიან ბევრს ვშრომობდით, რათა ისინი კარგ სკოლაში გვეტარებინა და კარგი განათლება მიგვეცა, მაგრამ ახლა მხოლოდ იმისთვის ვლოცულობთ, რომ სახლში ცოცხლები და ჯანმრთელები დაგვიბრუნდნენ. სკოლის უსაფრთხოების სამსახურს ვკითხე, რამდენად დაცულები ვართ საფრთხისგან-მეთქი, - ამაზე პასუხი არ მაქვს, თუ ღელავთ, შეგიძლიათ შვილები სხვა სკოლაში გადაიყვანოთო, ეს გამოსავალია?!

აქ ძალიან ბევრი ქურთი ახლობელი გვყავს, მეზობლები, მეგობრები, ისინიც შეშინებული არიან, ამბობენ, - ამას ვინც აკეთებს, ის ჩვენი მტერიც არისო... ზოგი ამას ხმამაღლა ამბობს, ზოგს ეშინია, ვაითუ, წინ დამხვდესო... სტამბოლში ძალიან ბევრი ქურთი ცხოვრობს, ისინიც ისეტივე დაუცველები არიან, როგორც ჩვენ, ამიტომ მათზე ანგარიშწორების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.

ასიდა იესგოენი, სტამბოლში მცხოვრები თურქი:

- ყველაზე ხალხმრავალ ადგილებს არჩევენ, რომ დაგვაფრთხონ. ეს პირველი შეთმხვევა არ არის. დედაჩემი შეესწრო ამ საზარელ ფაქტს, მარკეტიდან ბრუნდებოდა, რამდენიმე წუთით ადრე რომ გამოსულიყო, შეიძლება დღეს ცოცხალი აღარც ყოფილიყო, -  ნაფლეთები და სისხლის შხეფები მაღაზიის შუშებზე და ასფალტზე იყოო... არ ვიცით, რა იქნება ხვალ. რომელ ქალაქს, ქუჩას ან შენობას აირჩევენ თვიმკვლელი ტერორისტები და როგორ ვიცხოვროთ მშვიდად.

ეს ყველას ემუქრება, მთელ მსოფლიოს და ყველამ ერთად იფიქროს გამოსავალზე...
ქვეყანა ომის პირას არის. გათენების გვეშინია.  აპრილში "ექსპო 2016" იწყება, დიდი იმედით ველოდებოდით, რადგან იმედი გვქონდა, რომ ის სასტუმროებიც შეივსებოდა, რომლებიც ამ დაძაბული ფონის გამო ვერ მუშაობდა და დაიკეტა. ახლა კი, ჩემი ნაცნობი უცხოელებისგან მესმის, რომ მათი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები იხურება, რადგან უსაფრთხოების გარანტია არ აქვთ. სტამბოლის გავლით სადმე ფრენისაც კი ეშინიათ, ან თუ იძულებული გახდნენ აქ ჩამოვიდნენ, აეროპორტის შენობიდან არ გამოდიან, - პირდაპირ გვეუბნებიან, რომ აქ ჩამოსვლის ეშინიათ. ყოველდღიურად იცვლება აქაურობა, საფრთხე, სულ უფრო აქტუალური ხდება და პასუხის გამცემი არავინ არის. მალე ალბათ ტურიზმიც მოკვდება ამ ქვეყანაში, რა გვეშველება, არ ვიცი...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)
xox
22 მარტი 2016 09:48
ასეთი ტერაქტები კიდევ ბევრი იქნება თურქეთში, ამას რუსები უცალიჩებენ ქურთების ხელით თურქებს.
დათო
21 მარტი 2016 12:22
ტერაქტი დასაგმობია ამაზე ორი აზრი არაა,მაგრამ ერთ რამეს მიაქცით ყურადღება ,,სკოლის უსაფრთხოების სამსახურიო" ჩვენთან კი უნივერსიტეტშიც კი არ უნდათ იყოს ე.წ. ,,ოდერი",რაც არა სწორია. სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო ხალხმრავალ სასწავლებელშიც და საწარმოებშიც აუცილებლად უნდა იყოს ,,ოდეერი"
სხვა სიახლეები
რუსული პრესის ცნობით, ძლიერი ხანძარი მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ერთ-ერთ საწყობში გაჩნდა.
დაწვრილებით...
24 აგვისტოს, ოფიციალური ინფორმაციით, 30 ადამიანი, მათ შორის 7 სტუდენტი, დაიღუპა ქაბულში, ამერიკულ უნივერსიტეტზე შეიარაღებული "ბოევიკების" თავდასხმისას.
დაწვრილებით...
რამდენიმე საათის წინ შეიარაღებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ ამერიკულ უნივერსიტეტს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში.
დაწვრილებით...
იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი 6,2 ბალიანი მიწისძვირს შედეგად, ბოლო მონაცემებით სულ ცოტა 38 ადამიანი დაიღუპა
დაწვრილებით...
თურქეთმა სირიის საზღვართან მდებარე ქალაქის ჯერაბლუსის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთაგან გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო.
დაწვრილებით...
იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 6 ადამიანი.
დაწვრილებით...
"ჩვენთვის ძალიან არასასურველია, ადილ ოკსუზი­ აქ იმყოფებოდეს"

"ერდოღანმა შეიძლება თურქეთის დანარჩენ ტერიტორიაზე თავისი­ პოლიტიკური იმიჯი აღიდგინოს და პრობ­ლემებსაც გაუმკლავდეს, მაგრამ იმ ნაწილში, სადაც ქურთები მჭიდროდ სახლობენ, პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება"
დაწვრილებით...
აფეთქებას თურქეთში სულ ცოტა 30 ადამიანი ემსხვერპლა
დაწვრილებით...
თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, თურქეთს ქალაქ დიარბაქირში პოლიციის შენობასთან ავტომობილი აფეთქდა.
დაწვრილებით...
სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი თურქეთის ერთ-ერთი მოქალაქე შესაძლოა, საქართველოში იმალებოდეს.
დაწვრილებით...
სოფელ ვაზიანის ცენტრში ლილო მოლიდან
იყიდება 4-ოთახიანი, ჩეხური პრ. ბინა
ქირავდება პატარა, მყუდრო ბინა ყიფშიძეზე.
ქირავდება ახალგარემონტებული, უცხოვრებელი 2 ოთახიანი
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები