ბრიუსელი, ანკარა, მოსკოვი, ნიუ იორკი... აეროპორტებში მომხდარი ყველაზე საშინელი ტერორისტული აქტების ისტორია
ბრიუსელი, ანკარა, მოსკოვი, ნიუ იორკი... აეროპორტებში მომხდარი ყველაზე საშინელი ტერორისტული აქტების ისტორია
22-03-2016
ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტრაგედია პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტერორისტებმა სამიზნედ სწორედ აეროპორტი აირჩიეს.

გთავაზობთ მსოფლიოს სხვადასხვა აეროპორტში მომხდარ ტერორისტული აქტების ჩამონათვალს:

2011 წლის 24 იანვარს, რუსეთში, დომედედოვოს საერთაშორისო აეროპორტში გახორციელებული ტერაქტის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა,  173 კი - დაშავდა. მოსკოვში მდებარე, რუსეთის ყველაზე დიდი აეროპორტი სრულმა პანიკამ მოიცვა. მოგვიანებით რუსეთის ფედერალური საგამოძიებო კომიტეტმა გაარკვია თვითვმკლელი ტერორისტის ვინაობა, ის 20 წლის ჩრდილოკავკასიელი ბიჭი იყო.

2014 წელს ტერაქტი მოხდა პაკისტანში, ჯინას საერთაშორისო აეროპორტში. 2014 წლის 8 ივნისს 10 შეიარაღებული თავს დაესხა აეროპორტს. შედეგად დაიღუპა 36 ადამიანი, მათ შორის ათივე თავდამსხემლი, 18 კი - დაიჭრა.

ტერაქტი ჯინას აეროპორტში


თურქეთის დედაქალაქ ანკარასთან
ახლოს მდებარე, ესენბოგას საერთაშორისო აეროპორტში აფეთქება 1982 წელს მოხდა. თურქეთის დედაქალაქ ანკარასთან ახლოს მდებარე აეროპორტში აფეთქება Pierre Gulumian commando ჯგუფმა განახორციელა, რომლის შედეგადაც დაიღუპა - 9, დაშავდა 72 ადამიანი. ზოჰრაბ სარქისიანმა და ლევონ ეკმეკიანმა ბომბი შუაგულ, ხალხით სავსე აეროპორტში ააფეთქეს, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს მგზავრებსა და კონტროლიორებს.

2006
You must have Flash Player installed in order to see this player.
წელს აფეთქება მოხდა მადრიდის აეროპორტში.
ბომბი ერთ-ერთი ტერმინალის ავტოსადგომზე აფეთქდა. დაიღუპა -2, დაშავდა 52 ადამიანი. 2007 წელს ბასკურმა ნაციონალურ-სეპარატისტულმა დაჯუფება "ეტამ" თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.
ტერაქტი მადრიდის ერთ-ერთ აეროპორტში

1985 წელს ტოკიოს ნარიტას აეროპორტში აფეთქების შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა - 4. ბომბი განკუთვნილი იყო Air India Flight 301-სთვის, რომლის ბორტზეც 177 მგზავრი იმყოფებოდა, თუმცა ბომბი ბორტზე ატანამდე აფეთქდა.

1975 წლის დეკემბერში ნიუ-იორკში, LaGuardia-ს აეროპორტი დაბომბეს. მომხდარის შედეგად დაიღუპა - 11 და დაშავდა 74 ადამიანი. მომხდარის ზუსტი გამოძიება არასდროს მომხდარა, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ დამნაშავეები ხორვატიელი ნაციონალისტები იყვნენ.

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
20 იანვარს, ვაშინგტონში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება.
დაწვრილებით...
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ომაბამ თავის გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში განაცხადა, თავისი 8-წლიანი მმართველობისას ამერიკის სპეცსამსახურებმა „ათიათასობით ტერორისტი“ გაანადგურეს.
დაწვრილებით...
სრულიად საქართველო ახალი წლისთვის ემზადება. იმედია 2017 წელი ქართველებისთვის განსაკუთრებით ფეხბედნიერი აღმოჩნდება.
დაწვრილებით...
წინასაარჩევნოდ კიბერ თავდასხმებთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო
დაწვრილებით...
პოპ მომღერალი გარდაცვლილი ლონდონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ, თურქეთის ქალაქ ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობამ მსოფლიოში მიმდინარე სხვა ამბები დროებით დაჩრდილა. ამ ამბავმა ალეპოში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები და გერმანიაში დატრიალებული სისხლიანი ტერაქტი ერთგვარ ჩრდილშიც კი მოაქცია.
დაწვრილებით...
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ადგილას, ქალაქ სოჭთან, ამ ეტაპისთვის ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.
დაწვრილებით...
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მარკო მინიტის განცხადებით, მილანის პოლიციამ ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტუნისელი ლტოლვილი მოკლა.
დაწვრილებით...
იყიდება ზაარბრუკენის მოედანზე (ყოფილი ვორონცოვი)
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად!
ქირავდება დღიურად! ბინა ახალი რემონტით
იყიდება იოსებიძეზე 125 კვ.მ საერთო
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები