"არავინ იცის კიდევ რა მოხდება" - რას ჰყვება ბრიუსელში მყოფი ქართველი იქ არსებულ ვითარებაზე?
"არავინ იცის კიდევ რა მოხდება" - რას ჰყვება ბრიუსელში მყოფი ქართველი იქ არსებულ ვითარებაზე?
22-03-2016
"ბრიუსელში ხალხი დაზაფრულია, ქუჩებში სამართლადამცავები გადაადგილდებიან. მიღებულია უსაფრთხოების უმაღლესი ზომები როგორც ქალაქში, ისე მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი - ევროინსტიტუციებში".

ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში განხორცილებული ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. ბელგიის დედაქალაქი, ფაქტობრივად, პარალიზებულია. გვესაუბრება ბრიუსელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე თეონა ლავრელაშვილი, რომელიც ევროპის პარლამენტის მრჩეველი და ვილფრედ მარტენსის ცენტრის მკვლევარია.


- დღეს თუ ასეთი საშინელბა დატრიალდებოდა, ამის არავითარი წინაპირობა არ იგძნობოდა, მით უფრო იმის ფონზე, რომ რამდენიმე დღის წინ, ლამის  ევროპის ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული 26 წლის სალაჰ აბდესლამი, რომელიც პარიზის ტერაქტების მთავარ ორგანიზატორადაა მიჩნეული, ბრიუსელში დააკავეს. ამან მოქალაქეებს გაუღვივა რწმენა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები დაცულია, თუმცა პირიქით აღმოჩნდა. ტერორისტის დაკავებიდან ძალიან მალე ბრიუსელზე, რომელიც ევროპის პოლიტიკური დედაქალაქია, ტერორისტული შეტევა განხორციელდა. ერთ-ერთ მეტროსადგურს, სადაც აფეთქება მოხდა, გარს არტყავს ევროინსტიტუციები (ევროკომისია, ევროპარლამენტი და სხვ).
ეს იყო დარტყმა მსოფლიო ცივილიზაციაზე. ტერორისტული აქტები მიმართულია არა მხოლოდ ბელგიის წინააღმდეგ არამედ ეს არის მესიჯი მთელი მსოფლიოსათვის. ამან აშკარად გამოაჩინა ისიც, რომ
You must have Flash Player installed in order to see this player.
უსაფრთხოების ზომები არასაკმარისია, გამართულად ვერ მუშაობენ სპეცსამსახურები, შესაბამისად, დაუცველები ვართ.

- ქალაქში ამჟამად რა ხდება?
- მთელ ქვეყანაში  პანიკაა. ბრიუსელში ხალხი დაზაფრულია, ქუჩებში სამართლადამცავები გადაადგილდებიან. მიღებულია უსაფრთხოების უმაღლესი ზომები როგორც ქალაქში, ისე მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი - ევროინსტიტუციებში.

- ქართველებიც ხომ არ დაშავებულან აფეთქებებისას?

- ჯერჯერობით ამის შესახებ არაფერია ცნობილი. საკონსულომ გახსნა ცხელი ხაზი და საქართველოს ყველა მოქალაქეს მოგვიწოდა, რომ მათთან ვიყოთ კოორდინაციაში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბრიუსელში, გარდა ოფიციალურად დარეგისტრირებული მოქალაქეებისა, საქართველოს 10 000-მდე მოქალაქე არალეგალურად ცხოვრობს. სწორედ ამიტომ საჭიროა საკონსულოსთან მჭიდროდ თანამშრომლობა. არავინ იცის კიდევ რა მოხდება, დიდი იმედი მაქვს, ეს კოშმარი დასრულდება და მეტი ტერაქტი აღარ მოხდება.

ფოტოგალერეა


ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ომაბამ თავის გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში განაცხადა, თავისი 8-წლიანი მმართველობისას ამერიკის სპეცსამსახურებმა „ათიათასობით ტერორისტი“ გაანადგურეს.
დაწვრილებით...
სრულიად საქართველო ახალი წლისთვის ემზადება. იმედია 2017 წელი ქართველებისთვის განსაკუთრებით ფეხბედნიერი აღმოჩნდება.
დაწვრილებით...
წინასაარჩევნოდ კიბერ თავდასხმებთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო
დაწვრილებით...
პოპ მომღერალი გარდაცვლილი ლონდონში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს
დაწვრილებით...
რამდენიმე დღის წინ, თურქეთის ქალაქ ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობამ მსოფლიოში მიმდინარე სხვა ამბები დროებით დაჩრდილა. ამ ამბავმა ალეპოში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები და გერმანიაში დატრიალებული სისხლიანი ტერაქტი ერთგვარ ჩრდილშიც კი მოაქცია.
დაწვრილებით...
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ადგილას, ქალაქ სოჭთან, ამ ეტაპისთვის ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.
დაწვრილებით...
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მარკო მინიტის განცხადებით, მილანის პოლიციამ ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტუნისელი ლტოლვილი მოკლა.
დაწვრილებით...
19 დეკემბერს, საღამოს ტრაგედია დატრიალდა ბერლინის ცენტრში, სადაც საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.
დაწვრილებით...
"რატომ ვერ უზრუნველყო უსაფრთხოებამ მკვლელის ცოცხლად აყვანა, ასე ხომ კითხვის ნიშნებიც არ დარჩებოდა ვინ დგას თავდამსხმლის უკან?!"
დაწვრილებით...
იყიდება/ქირავდება ორ-სართულიანი კერძო სახლი, რომელიც
გირავდება ბინა
სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები
აღმაშენებლის ხეივანზე დიღომი 7-ში, 2
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები